შრომის უსაფრთხოების ტრენინგი განკუთვნილია კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. სატრენინგო კურსის მიზანია დაეხმაროს კვების ობიექტების წარმომადგენლებს პასუხისმგებლიანი შრომის უსაფრთხოების სისტემის შექმნაში და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზებაში. 

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

ტრენინგის თარიღი
29.11.2023 - 04.12.2023

ტრენინგის ძირითადი საკითხები:

  • შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის საფუძვლები;
  • ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციების, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები;
  • საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება-საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა და დანერგვა;
  • პირველადი სამედიცინო დახმარება;
  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება;
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები'
  • სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები.

შრომის უსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდება ქ.ბათუმში სასტუმრო  „ბესტ ვესტერნ პრემიერ ბათუმი".

მისამართი: ზ.გორგილაძის 111. საკონფერენციო დარბაზი „ონიქსი“, მე-2 სართული.

ტრენინგის ხანგძლივობაა 12 საათი. ჩატარდება 3 დღის განმავლობაში.

დღე I - 29 ნოემბერი, ოთხშაბათი

14:00 - ტრენინგის დაწყება

  • შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის საფუძვლები.

ლანჩი 15:00 - 15:30

15:30 - 17:00 ტრენინგის გაგრძელება

  • საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება - საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა და დანერგვა.

ყავის შესვენება 17:00 - 17:15

17:15 - 19:00 ტრენინგის გაგრძელება

  • სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება.

 

დღე II - 1-ლი დეკემბერი, პარასკევი

14:00 - ტრენინგის დაწყება

  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შემუშავება, ევაკუაციის დაგეგმვა და მართვა. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები.

ლანჩი 15:00- 15:30

15:30 - 17:00 ტრენინგის გაგრძელება

  • პირველადი სამედიცინო დახმარება

ყავის შესვენება 17:00 - 17:15

17:15 - 19:00 ტრენინგის გაგრძელება

  • სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები.

 

დღე III - 4 დეკემბერი, ორშაბათი

12:00 - 14:00 პრაქტიკული აქტივობა


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.