კონსტანტინე ნანობაშვილი გახლავთ „შრომის უსაფრთხოების ცენტრის“ დამფუძნებელი, შრომის უსაფრთხოების ექსპერტი, ტრენერი, კონსულტანტი, ის არის ბიზნეს ტექნოლოგიების აკადემიის ტრენერი, „ISO Consulting“ -ის შრომის უსაფრთხოების ექსპერტი/ტრენერი, ბიზნეს ტრენინგებისა და კონსულტაციები ცენტრის ექსპერტ კონსულტანტი ISO 18001; ISO 9001; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროექტების დირექტორი, ავტორიზაციის საბჭოს წევრი. იგი იყო დასაქმების სახელმწიფო  სამსახურის რეგიონალური მართვისა და შიდა კონტროლის მთავარი სამმართველოს უფროსი, რეგიონული მართვის მთავარი სამმართველოს
უფროსი, შრომის ბირჟის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, შრომის სახელმწიფო კომიტეტის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი, შრომის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
კონსტანტინეს აქვს პროექტებში მუშაობის დიდი გამოცდილება. მის მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია UNDP შრომის ბაზრის რეაგირების პროფესიული განათლების ფორმალური და არაფორმალური სისტემის გაუმჯობესება და საქართველოში მთელი სიცოცხლის მანძილზე
განათლების პროცესის გაუმჯობესება; გერმანიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად-სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პარტნიორობის პროექტი; საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)-„იცოდე ბიზნესის შესახებ“, საქართველოს განათლების სამინისტროს პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებისთვის; გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)-პროფესებზე მოთხოვნის შესწავლა, პროფესიული სტანდარტების განსაზღვრა, ინსტრუქტორების მომზადება პროფესიული განათლების ცენტრებისთვის და სხვ.


 

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.