ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის

სერვისის განვითარების სამსახური

https://www.moh.gov.ge/ka/741/

ტურისტული კომპანიის, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორის, გიდებისა და მძღოლების რეკომენდაციები:

ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;

ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;

სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;

ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების განსათავსებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;

ისეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან, სადაც მგზავრთა დასაჯდომი ადგილების ოდენობა აღემატება 20-ს, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად, მძღოლის კაბინასთან უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;

ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);

რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;

ტურის მსვლელობისას მძღოლს თან უნდა ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;

ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები. გიდის ვალდებულებები:

გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი;

ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია;

ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ;

დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა;

თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ახალი კორონავირუსის Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია მოახდინოს სათანადო შეტყობინების გაკეთება 112-ში და იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

დეტალურად

ჩამოტვირთეთ

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.