- მთავარი
- ტრენინგები
- დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგი
დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგი
"ქალაქ ბათუმის ტურისტული გიდი"
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებს მიღებას ქალაქ ბათუმის ტურის ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ კურსზე დამწყები გიდებისთვის.
პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმის ტურის ახალი გიდების გადამზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარება.
ტრენინგი არის ინტენსიური. ტრენინგის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. ტრენინგები დაგეგმილია ისე, რომ თითოეულ სატრენინგო თემას კითხულობს სფეროს ერთი სპეციალისტი, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული რამდენიმე სპეციალისტი. თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების ბოლოს ჩატარდება ტრენინგის მონაწილეთა გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ჩაატარებენ ტურებს ტურიზმის დეპარტამენის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და დარეგისტრირდებიან აჭარის რეგიონის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების გიდების საკონტაქტო ბაზაში.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 თვე. ტრენინგი ჩატარდება კვირაში 3 ან 4 დღე (კვირის სავარაუდო დღეებია : ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა / დღის მეორე ნახევარი)
ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 20 აპრილი - 20 ივლისი, 2025 წ.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზი. მის.: ფარნავაზ მეფის 84/86, ბათუმი.
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის გავლა შეუძლია:
• საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს 18 წლიდან, რომელიც ფლობს მინიმუმ ერთ რომელიმე უცხო ენას (ბ2 დონე) უპირატესობა მიენიჭება აჭარის რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს)
დამატებითი მოთხოვნები:
• გიდის პროფესიისთვის აუცილებელი უნარ - ჩვევების (კომუნიკაბელური, მოტივირებული, ენერგიული, მოქნილი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე) დაკმაყოფილება
• სავალდებულოა ყველა ტრენინგზე დასწრება
ტრენინგში ჩართვის მსურველთათვის აუცილებელია:
1) რეგისტრაციის გავლა სპეციალური ლინკის მეშვეობით ვებ-გვერდზე:
2) СV-ის ატვირთვა
რეგისტრაცის ბოლო ვადა: 7 აპრილი, 2025 წ.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების შედეგად. გასაუბრება აპლიკანტებთან ჩატარდება უცხო ენებსა და ზოგად უნარ-ჩვევებში. პირველ ეტაპზე შეირჩევა ტრენინგის 20 მონაწილე.
გასაუბრების თარიღია: 8 - 15 აპრილი, 2025 წ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი დარეგისტრირებულ აპლიკანტებს ინდივიდუალურად შეატყობინებს გასაუბრების თარიღსა და დროს.
გასაუბრება ჩატარდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. მის.: ფარნავაზ მეფის 84/86, ბათუმი.
# |
თემატიკა |
ხანგრძლივობა |
დღეების რიგითობა |
1 |
ქართული ტურიზმის განვითარების ისტორია და ტურიზმის სახეობები. ქალაქ ბათუმის ტურისტული მარშრუტების ზოგადი მიმოხილვა (თეორია) |
3 საათი |
1 |
2 |
ექსკურსიათმცოდნეობა. გიდის პროფესია, ტურის დაგეგმვის სპეციფიკა; გიდისთვის საჭირო დაწესებულებები და ინტერნეტ რესურსები (თეორია) |
3 საათი |
2 |
3 |
გიდის ფსიქოლოგია და ტურისტების ტიპები. ჯგუფებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა (თეორია) |
3 საათი |
3 |
4 |
პირველი სამი თეორიული ნაწილის შემაჯამებელი პრაქტიკული - გამოკითხვა |
6 საათი |
4 |
5 |
საქართველოს ისტორია 1 (თეორია) |
5 საათი |
5 |
6 |
საქართველოს ისტორია 2 (თეორია) |
5 საათი |
6 |
7 |
აჭარის, ბათუმის ისტორია (თეორია) |
4 საათი |
7 |
8 |
საქართველოს ისტორიის შემაჯამებელი ლექცია-გამოკითხვა |
3 საათი |
8 |
9 |
აჭარის, ბათუმის ისტორიის შემაჯამებელი ლექცია-გამოკითხვა |
3 საათი |
9 |
10 |
ქალაქის განაშენიანება და არქიტექტურა (თეორია) |
3 საათი |
10 |
11 |
ქალაქის განაშენიანება და არქიტექტურა (ლექცია-გამოკითხვა) |
2 საათი |
11 |
12 |
არქიტექტურული ბათუმი (პრაქტიკა) - გასვლითი ტური და ლექცია ბათუმში (საფეხმავლო ტური) |
5 საათი |
12 |
13 |
არქიტექტურული ბათუმი (პრაქტიკა) - გასვლითი ტური და გამოკითხვა (საფეხმავლო ტური) |
5 საათი |
13 |
14 |
ბათუმის ბულვარი (თეორია, გასვლითი ტური) |
5 საათი |
14 |
15 |
ბათუმის ბულვარი (პრაქტიკული გასვლითი ტური - გამოკითხვა) |
5 საათი |
15 |
16 |
ძველი ბათუმის საფეხმავლო ტური (თეორია - გასვლითი ტური) |
6 საათი |
16 |
17 |
ძველი ბათუმის საფეხმავლო ტური (პრაქტიკა, გასვლითი ტური - გამოკითხვა) |
6 საათი |
17 |
18 |
ახალი ბათუმის ტური (თეორია, გასვლითი ტური) |
6 საათი |
18 |
19 |
ახალი ბათუმი (პრაქტიკა, გასვლითი ტური - გამოკითხვა) |
6 საათი |
19 |
20 |
ბათუმი - მუზეუმების ქალაქი (თეორია, გასვლითი ტური) 1 |
4 საათი |
20 |
21 |
ბათუმი - მუზეუმების ქალაქი (თეორია, გასვლითი ტური) 2 |
4 საათი |
21 |
22 |
ბათუმი - მუზეუმების ქალაქი (თეორია, გასვლითი ტური) 3 |
4 საათი |
22 |
23 |
ბათუმი - მუზეუმების ქალაქი (პრაქტიკა, გამოკითხვა) 4 |
6 საათი |
23 |
24 |
მულტიკულტურული და მულტიეთნიკური ბათუმი (თეორია-პრაქტიკა, გასვლითი ტური) |
7 საათი |
24 |
25 |
ნობელის ქალაქი (თეორია, გასვლითი ტური) |
6 საათი |
25 |
26 |
ნობელის ქალაქი (პრაქტიკა, გამოკითხვა) |
4 საათი |
26 |
27 |
გონიოს ციხე და სარფი (თეორია, გასვლითი ტური) |
6 საათი |
27 |
28 |
გონიოს ციხე და სარფი (თეორია, პრაქტიკული, გამოკითხვა - გასვლითი ტური) |
6 საათი |
28 |
29 |
ბათუმის ბოტანიკური ბაღი (თეორია, გასვლითი ტური) |
6 საათი |
29 |
30 |
ბათუმის ბოტანიკური ბაღი (თეორია, გასვლითი ტური) |
6 საათი |
30 |
31 |
ბათუმის ბოტანიკური ბაღი (პრაქტიკა, გასვლითი ტური - გამოკითხვა) |
6 საათი |
31 |
32 |
პეტრას ციხე (თეორია, გასვლითი ტური) |
4 საათი |
32 |
33 |
პეტრას ციხე (პრაქტიკა, გასვლითი ტური - გამოკითხვა) |
4 საათი |
33 |
34 |
დააგემოვნე და შეიგრძენი ბათუმი (თეორია) თემატიკა - აჭარული სამზარეულო, ჩაი |
6 საათი |
34 |
35 |
დააგემოვნე და შეიგრძენი ბათუმი (პრაქტიკა, გასვლითი ტური) თემატიკა - ღვინო, თევზეული(ბაზარი) |
3 საათი |
35 |
36 |
კულტურა (თეატრი, ოპერა, ბალეტი) 1 - თეორია |
4 საათი |
36 |
37 |
კულტურა (ბათუმი კინოში) 2 - თეორია |
4 საათი |
37 |
38 |
კულტურა (მხატვრობა და სპორტი) 3 - თეორია |
4 საათი |
38 |
39 |
ფოლკლორი (ცეკვა) - თეორია |
4 საათი |
39 |
40 |
ფოლკლორი (სიმღერა) - თეორია |
4 საათი |
40 |
41 |
ეკონომიკა (საბაზისო მონაცემები, დარგები, ცხოვრების დონე, პენსია, საგანმანათლებლო სისტემა და სხვ.) |
3 საათი |
41 |
42 |
ქალაქ ბათუმის ტურის გიდი - გამოცდა 1 |
6 საათი |
42 |
43 |
ქალაქ ბათუმის ტურის გიდი - გამოცდა 2 |
6 საათი |
43 |
44 |
ქალაქ ბათუმის ტურის გიდი - გამოცდა 3 |
6 საათი |
44 |
45 |
ქალაქ ბათუმის ტურის გიდი - გამოცდა 4 |
6 საათი |
45 |
46 |
ქალაქ ბათუმის ტურის გიდი - გამოცდა 5 |
6 საათი |
46 |
47 |
ტრენინგის შემაჯამებელი, სერტიფიკატების და ე.წ. ბეიჯების გადაცემის ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოწვეული იქნებიან აჭარის რეგიონის ტურტისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები. |
2 საათი |
47 |