- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- დამლაგებლების ტრენინგი - I ჯგუფი
აღნიშნული თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი განკუთვნილია განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისათვის (დამლაგებლებისათვის) და ეხება განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს (დამლაგებლებს).
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი. ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი. ტრენინგის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატები.
მისამართი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 111, სასტუმრო „ბესტ ვესტერნ პრემიერ ბათუმი“
10-ე სართული, საკონფერენციო დარბაზი „ონიქსი“
დღე I - 30 აპრილი, 2022 წელი
10:00 – 12:00 - ტრენინგის დაწყება
- სასტუმრო როგორც სამსახური, რა როლს თამაშობს დასუფთავების დეპარტამენტი, რას ვქმნით მუშაობისას
12:00 – 12:30 - შესვენება
12:30 – 14:30 - ტრენინგის გაგრძელება
- განყოფილებებს შორის სწორი კომუნიკაცია
- სასტუმროს, სტუმრის და თანამშრომლის უსაფრთხოება
დღე II - პირველი მაისი, 2022 წელი
10:00 – 12:00 - ტრენინგის დაწყება
- სტუმართან სწორი კომუნიკაცია (15/5 ნაბიჯის პრინციპი, L.E.A.R.N ის პროცესი, მომსახურების სპეციფიკა
12:00 – 12:30 - შესვენება
12:30 – 14:30 - ტრენინგის გაგრძელება
- ქიმიკატების უსაფრთხოდ გამოყენება
- უსაფრთხოების 10 წესი
- შეზავების სტანდარტი
- ოთხი ძირითადი ქიმიური ნივთიერება დალაგებისას (მჟავა, ტუტე, სპირტი, ჰაერის საწმენდი)
- ზედაპირზე ზეგავლენის 4 ფაქტორი (დრო, მექანიკური, ქიმიური, ტემპერატურა)
დღე III - 02 მაისი, 2022 წელი
10:00 – 12:00 - ტრენინგის დაწყება
- აუცილებელი მოწყობილობები და დანადგარები
- მტვერსასრუტის გაფუჭების 5 მიზეზი
- ტროლის სწორი გამოყენება, სწორი შევსება, მოძრაობა დერეფანში
12:00 – 12:30 - შესვენება
12:30 – 14:30 - ტრენინგის გაგრძელება
- დაკავებული ოთახის დალაგება
- თეთრეულის გადაკვრის სტანდარტი
- ნიკელირებული ზედაპირების მოვლა
- უნიტაზის სწორი მოვლა
- დაკავებული ან თავისუფალი დასუფთავებული ოთახის შემოწმების სტანდარტი
დღე IV - 03 მაისი, 2022 წელი
10:00 – 12:00 - ტრენინგის დაწყება
- რესტორნის ტერიტორიის მოვლა, დერეფნებისა და კიბეების მოვლა
12:00 – 12:30 - შესვენება
12:30 – 14:30 - ტრენინგის გაგრძელება
- უნიფორმის დატვირთვა, სახელის მანიშნებელი, პირადი ჰიგიენა, პირადი მოსასვენებელი ადგილის დატვირთვა