- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- გიდების ტრენინგი თემაზე: განთავსების და კვების ობიექტების მართვა ახალი კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით
ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით 2020 წლის 13 აგვისტოს ჩატარდა აჭარის რეგიონის გიდების ონლაინ ტრენინგი თემაზე: განთავსების და კვების ობიექტების მართვა ახალი კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით - მოკლე კურსი ინსტრუქტორებისათვის.
ეს გახლდათ მოკლე კურსი ინსტრუქტორებისათვის, რომლის ფარგლებში გადამზადდა 25 ადგილობრივი გიდი. მათ გადაეცა შესაბამისი ინსტრუქციებისა და საკანონმდებლო რეგულაციების ელექტრონული სახელმძღვანელო. გადამზადებულმა გიდებმა COVID-19-ის ტესტირების გავლის შემდეგ ტრენინგზე მიღებული ცოდნა უკვე ტრენერების რანგში გაუზიარეს აჭარის 400 ტურისტული ობიექტის წარმომადგენელს.
ტრენინგი მომზადდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით და მხარდაჭერით, ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და ასევე აჭარის გიდების ასოციაციის ჩართულობით.