- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- ტრენინგი თემაზე „დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგულარულად ახორციელებს ტრენინგებს რეგიონში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების მიზნით. ამჯერად დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა განთავსების ობიექტების წარმომადგენელთა ტრენინგი თემაზე "დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით". ტრენინგში მონაწილეობდნენ ბათუმისა და ქობულეთის სასტუმროების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები 4 ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში 20 მონაწილე). ტრენინგის ხანგრძლივობა თითოეული ჯგუფისათვის შეადგენდა 32 საათს. თითოეული ჯგუფის მონაწილეთა დღიური დატვირთვა 4 საათი დღეში, რაც მოიცავდა 40% თეორიულ და 60% პრაქტიკულ მეცადინეობებს. სწორედ პრაქტიკული ნაწილის დატვირთულობა აღმოჩნდა ის ფაქტორი, რამაც მსმენელების დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის ტრენინგებს აქვს შედეგი და მათ პროფესიულ წინსვლას უწყობს ხელს აღნიშნულ სფეროში.
ტრენინგს უძღვებოდა უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი და გამოცდილი ტრენერი ჟანა გამხიტაშვილი, რომელსაც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების დასუფთავების სამსახურის მენეჯმენტში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.
ტრენინგის თემატიკა:
- დასუფთავების სამსახურის როლი სასტუმროში, მისი ორგანიზაციული სტრუქტურა. სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკა და სწორი შიდა კომუნიკაცია.
- შრომითი უსაფრთხოება. (უსაფრთხოებისძირითადი წესები და პრინციპები. სტუმრის ოთახის უსაფრთხოება.
- სასტუმროს ნომრების და სხვა სივრცეების (საერთო სივრცე, ჰოლი, დერეფნები და ა.შ.) დასუფთავების სტანდარტები და სპეციფიკა. ოთახის/ნომრის სტატუსი და ამ სტატსუსის შესაბამისი დალაგების სპეციფიკა.
- სასტუმროს სანომრე ფონდის დალაგებისათვის საჭირო ინვენტარის, აუცილებელი სამუშაო აღჭურვილობის, ტექნიკა-დანადგარების და ხსნარ-ქიმიკატების სწორი გამოყენება.
- სხვადასხვა ტიპის ქსოვილების და ზედაპირების (მათ შორის მყარი ზედაპირების) რეცხვისა და დასუფთავების სპეციფიკა.
- თეთრეულის და სტუმრებისთვის განკუთვნილი ნივთების ინვენტარიზაცია. მარაგების კონტროლი.
- დაკარგული და /ან სტუმრის დატოვებული ნივთების შენახვა.
- სტუმართან სწორი კომუნიკაცია. (მათ შორის პრობლემური კლიენტთან კომუნიკაცია და კონფლიქტური სიტუაციის მართვა).
- პრაქტიკული მეცადინეობა უშუალოდ სასტუმროს ნომრის ბაზაზე: ოთახის დალაგება, თეთრეულის გასწორება. დაკავებული და თავისუფალი ოთახების დალაგების სპეციფიკა. ურიკა, მისი დანიშნულება, ჩატვირთვა, გამოყენება, არსებული ნივთების დანიშნულება, დროის ფაქტორი.