- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- საოჯახო მარნების მეპატრონეთა პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი ღვინის თემატიკაზე
ტრენინგის შესახებ
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით აჭარაში არსებული საოჯახო მარნების მეპატრონეებს ჩაუტარდათ პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი ღვინის თემატიკაზე.
თეორიული - პრაქტიკული ტრენინგი კახეთში გასვლითი ღონისძიების ფორმატით განხორციელდა და მოიცავდა იქაური მეღვინეობის გაცნობასა და ღვინის საწარმოებში ვიზიტებს. კურსის ფარგლებში პროფესიონალი ღვინოთმცოდნეები და მეღვინეები საოჯახო მარნების წარმომადგენლებს აცნობდნენ:
- ღვინის ისტორიას.
- ღვინის როლს ტურიზმში.
- ღვინის დაყენების თავისებურებებს.
- ღვინის კერძებთან შეხამების შესახებ ინფორმაციას.
- ღვინის მირთმევის შესახებ ინფორმაციას.
- სხვადასხვა ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული ღვინის განსხვავებული თვისებების შესახებ ინფორმაციას.
ტრენინგი იყო საინტერესო და დატვირთული იმ პრაქტიკული ინფორმაციით, რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში ჩვენი რეგიონის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და შესაბამისად ამ სეგმენტში სერვისის გაუმჯობესებას.
ტრენინგის თარიღი
01.02.2020 - 01.02.2020
რეგისტრაცია დასრულებულია