- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- გიდების პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი ღვინის თემატიკაზე
ტრენინგის შესახებ
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით აჭარაში მოქმედ გიდებს ჩაუტარდათ პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი ღვინის თემატიკაზე კახეთში. მასში 35 ადგილობრივი გიდი იყო ჩართული. ტრენინგზე პროფესიონალი ღვინოთმცოდნეები და მეღვინეები გიდებს აცნობდნენ:
- ღვინის ისტორიას,
- ღვინის როლს ტურიზმში,
- ღვინის დაყენების თავისებურებებს,
- ღვინის კერძებთან შეხამებას,
- ღვინის მირთმევას,
- სხვადასხვა ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული ღვინის განსხვავებული თვისებების შესახებ ინფორმაციას.
ტრენინგის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები იყო საინტერესო, დატვირთული იმ პრაქტიკული ინფორმაციით რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში ჩვენი რეგიონის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და შესაბამისად ამ სეგმენტში სერვისის გაუმჯობესებას.
ტრენინგის თარიღი
25.01.2020 - 25.01.2020
რეგისტრაცია დასრულებულია