- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- ტრენინგი კირნათსა და მარადიდში
ტრენინგის შესახებ
ტრენინგი განკუთვნილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კირნათსა და მარადიდში არსებული საოჯახო სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენელებისათვის. ტრენინგი მოიცავს სოფლად არსებული კვების ობიექტისა და საოჯახო სასტუმროს მართვის ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. ტრენინგზე დასწრებისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
ტრენინგის თარიღი
23.10.2021 - 24.10.2021
რეგისტრაცია დასრულებულია
ტრენინგის თემატიკა:
თემა 1: განთავსების ობიექტის ფუნქციონირების სპეციფიკა:
- სოფლად არსებული სასტუმრო სახლების ტიპები და საერთაშორისო სტანდარტი.
- ინდივიდუალური და ჯგუფური შეთავაზებები.
- სტუმრის მიღების პროცედურები. ღამისთევა.
- დალაგების თავისებურებები.
- Covid 19-ის შესაბამისი რეგულაციების გაცნობა.
- სერვისების კალკულაცია.
- ანგარიშსწორების საკითხები.
თემა 2 - სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში და მათი სწორად სერვირება :
- სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში (საუზმე, სადილი, ვახშამი)
- ადგილობრივი კერძების უპირატესობა
- სერვირების სპეციფიკა
- კვების კალკულაცია