ტრენინგი განკუთვნილია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილებში არსებული სასტუმრო სახლების წარმომადგენელებისათვის. ტრენინგი მოიცავს  საოჯახო სასტუმროს მართვის ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. ტრენინგზე დასწრებისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

ტრენინგის თარიღი
26.09.2021 - 27.09.2021

ტრენინგის თემატიკა:

თემა 1: განთავსების ობიექტის ფუნქციონირების სპეციფიკა:

  • სოფლად არსებული სასტუმრო სახლების ტიპები და საერთაშორისო სტანდარტი.
  • ინდივიდუალური და ჯგუფური შეთავაზებები.
  • სტუმრის მიღების პროცედურები. ღამისთევა.
  • დალაგების თავისებურებები. 
  • Covid 19-ის შესაბამისი რეგულაციების გაცნობა.
  • სერვისების კალკულაცია.
  • ანგარიშსწორების საკითხები.

თემა 2 - სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში და მათი სწორად სერვირება :

  • სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში (საუზმე, სადილი, ვახშამი)
  • ადგილობრივი კერძების უპირატესობა
  • სერვირების სპეციფიკა
  • კვების კალკულაცია

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.