- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- სერვისის ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია და კოვიდრეგულაციების გაცნობა ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისათვის
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. შეხვედრებზე, რომელიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება, დაგეგმილია სერვისის ახალი ონლაინპლატფორმის პრეზენტაცია და კოვიდრეგულაციების გაცნობა სტუმრებისთვის. ყველა კოვიდრეგულაციისა და სტანდარტის ნახვა დაინტერესებულ პირებს სერვისის ახალ ვებგვერდზე შეეძლებათ, სადაც ასევე აიტვირთება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგები, სემინარები და მასტერკლასები. ახალ ვებგვერდზე ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს. (იხ.ფოტოგალერეა)
ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის შეხვედრა გაიმართება 7 ივნისს 16:00 საათზე, მაჭახელას ხეობაში, რესტორან ჩვენებურის დარბაზში. შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577909052
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახელას ხეობა
რესტორანი ჩვენებური
2021 წლის 7 ივნისი
16:30 - ტრენინგზე მონაწილეთა მიღება და რეგისტრაცია
17:00 - მისალმება, თინათინ ზოიძე, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე
17:10 - სერვისის ონლაინპლატფორმის პრეზენტაცია, თამარ კაიკაციშვილი, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
17:30 - საქართველოს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ტრენინგი თემებზე:
1. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID -19) დაკავშირებული რეკომენდაციები სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის;
2. რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველი ორგანოს რეაგირების ფორმები.