აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. შეხვედრებზე, რომელიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება, დაგეგმილია სერვისის ახალი ონლაინპლატფორმის პრეზენტაცია და კოვიდრეგულაციების გაცნობა სტუმრებისთვის. ყველა კოვიდრეგულაციისა და სტანდარტის ნახვა დაინტერესებულ პირებს სერვისის ახალ ვებგვერდზე შეეძლებათ, სადაც ასევე აიტვირთება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგები, სემინარები და მასტერკლასები. ახალ ვებგვერდზე ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს. (იხ.ფოტოგალერეა)

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის შეხვედრა გაიმართება 5 ივნისს 11:00 საათზე, დაბა ჩაქვში, სასტუმრო ოაზისის ახალი რესტორნის დარბაზში. შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577909052

 

 

ტრენინგის თარიღი
05.06.2021 - 05.06.2021

ტრენინგის ჩატარების ადგილი

ქ. ბათუმი, შ. რუსთაველის ქ. 28

სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისი"

სარესტორნო სივრხე

2021 წლის 5 ივნისი

11:30 - ტრენინგზე მონაწილეთა მიღება და რეგისტრაცია

11:00 - მისალმება, თინათინ ზოიძე, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე

11:10 - სერვისის ონლაინპლატფორმის პრეზენტაცია, თამარ კაიკაციშვილი, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

11:30 - საქართველოს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ტრენინგი თემებზე:

              1. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან  (COVID -19) დაკავშირებული  რეკომენდაციები სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის;

              2. რეკომენდაციების შესრულებაზე  ზედამხედველი ორგანოს რეაგირების ფორმები.



არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.