ტრენინგი განკუთვნილია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებული მცირე და საშუალო ზომის სასტუმრო სახლების, საოჯახო სასტუმროების  წარმომადგენელებისათვის. ტრენინგი მოიცავს  ტურისტული ობიექტებში სევისის განვითარების ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. ტრენინგზე დასწრებისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. 

 

 

ტრენინგის თარიღი
20.07.2021 - 08.10.2021

ტრენინგის თემატიკა:

თემა 1: განთავსების ობიექტის ფუნქციონირების სპეციფიკა:

  • სოფლად არსებული სასტუმრო სახლების ტიპები და საერთაშორისო სტანდარტი.
  • ინდივიდუალური და ჯგუფური შეთავაზებები.
  • სტუმრის მიღების პროცედურები. ღამისთევა.
  • დალაგების თავისებურებები. 
  • Covid 19-ის შესაბამისი რეგულაციების გაცნობა.
  • სასტუმრო სახლის ინტერიერი და ექსტერიერი.
  • სერვისების კალკულაცია.
  • ანგარიშსწორების საკითხები.

თემა 2 - სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში და მათი სწორად სერვირება :

  • სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში (საუზმე, სადილი, ვახშამი)
  • ადგილობრივი კერძების უპირატესობა
  • სერვირების სპეციფიკა
  • კვების კალკულაცია

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.