- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- ინგლისური ენის ტრენინგები საოჯახო სასტუმრო სახლების წარმომადგენელთათვის აჭარაში
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგულარულად ახორციელებს ინგლისური ენის ტრენინგებს სოფლად არსებული ტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის. ამ ეტაპზე დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგი ჩაუტარდა საოჯახო სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს შემდეგი ლოკაციების მიხედვით:
- ხულოს მუნიციპალიტეტში - კურორტ გოდერძიზე და სოფელი დანისპარაულში,
- ქობულეთის მუნიციპალიტეტში - სოფელ სახალვაშოში
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - მაჭახლის ხეობაში
ინგლისური ენის ტრენინგი საოჯახო სახლების წარმომადგენელთათვის იყო ტურიზმის თემატიკაზე. იგი მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობებს და გამახვილებული იყო ყურადღება უშუალოდ საოჯახო ტიპის სასტუმროების საქმიანობის, ჯავშნების მიღების, ტურისტული ბიზნესის ტერმინოლოგიასა და საკითხებზე. მონაწილეთათვის კურსის ფარგლებში შემუშავდა მათ საჭიროებებზე მორგებული კურსის პრაქტიკული სახელმძღვანელო.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საოჯახო სასტუმროების 80-მა წარმომადგენელმა 4 ჯგუფად. აქედან 2 ჯგუფი ხულოს მუნიციპალიტეტში იყო, 1 ქობულეთის მუნიციპელიტეტში და 1 ჯგუფი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშ). ტრენინგის ხანგრძლივობა თითოეული ჯგუფისათვის იყო 60 საათი.
ტრენინგები ჩატარდა შემდეგი მიმართულებით:
- ხულოს მუნიციპალიტეტში (კურორტი გოდერძი, სოფელი დანისპარაული) არსებული განთავსებისა (სასტუმრო სახლების) და კვების ობიექტების წარმომადგენლებისათვის ინგლისური ენის კურსი, საშუალოს წინა (Pre Intermediate) დონე. ინგლისური ენის კურსის ჩაუტარდა იმ პირებს, რომლებმაც უკვე გაიარეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის კურსის სამი დონე (საწყისი, ელემენტარული და საშუალოს წინა დონე).
- ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ სახალვაშოში არსებული განთავსებისა (სასტუმრო სახლების) და კვების ობიექტების წარმომადგენლებისათვის ინგლისური ენის კურსი, ელემენტარული (Elementary) დონე. ინგლისური ენის კურსის ჩაუტარდა იმ პირებს, რომლებმაც უკვე გაიარეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსის საწყისი დონე.
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაჭახლის ხეობაში არსებული განთავსებისა (სასტუმრო სახლების) და კვების ობიექტების წარმომადგენლებისათვის ინგლისური ენის კურსი, საწყისი (Starter) დონე.