- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- ტრენინგი გიდებისათვის თემაზე „გასტრონომიული გიდი“
ტრენინგის შესახებ
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში მოქმედ გიდებს ჩაუტარდათ თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი თემაზე "გასტრონომიული გიდი", რომელიც ეხებოდა კულინარიული ასპექტების ტურისტებისათვის მიწოდების ფორმასა და შინაარს, კერძოდ კი კულინარიული მასტერკლასის დაგეგმვისა და ჩატარების ასპექტებს. ტრენინგისას გიდები აჭარული კერძების მომზადების მასტერკლასსაც დაესწრნენ, სადაც ტურისტისთვის კერძის შეთავაზებასა და საინტერესოდ პრეზენტაციაზე გაკეთდა აქცენტი. ტრენინგს გიდების სექტორის 21 წარმომადგენელი ესწრებოდა. კურსის შემდეგ მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ტრენინგი შემდეგ ძირითად საკითხები იყო:
- ქართული გასტრონომიული კულტურა,
- გასტრონომიული ტურიზმი,
- გასტრონომიული სუვენირების ბაზრის განვითარება.
ტრენინგის თარიღი
09.12.2019 - 09.12.2019
რეგისტრაცია დასრულებულია