- მთავარი
- ტრენინგები
- მიმდინარე
- ბათუმის მეოთხე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, 2026 წლის 28 ნოემბერს ბათუმი მეოთხე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა – „ტურისტული მიმართულების გემო“.
გასტრონომიული ფორუმი წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და უცხოელ შეფ-მზარეულებს, გასტრონომიისა და ღვინის ექსპერტებს, რესტორატორებსა და დარგის სხვა წარმომადგენლებს.
ფორუმის მიზანია გასტრონომიის, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულების, წარმოჩენა, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა. ღონისძიება ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციების გაცნობას.
ფორუმზე დასასწრებად წინასწარ ონლაინ რეგისტრაციაა საჭირო. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ შეფ-მზარეულებს, რესტორატორებს, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და გასტრონომიის სფეროს სპეციალისტებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის გავლა არ გულისხმობს ფორუმზე ავტომატურ დაშვებას. რეგისტრაციის შემდეგ, შერჩეულ მონაწილეებს დეპარტამენტის წარმომადგენლები პირადად დაუკავშირდებიან და დაუდასტურებენ ფორუმზე დასწრებას.
ბათუმის მეოთხე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი ორ ძირითად თემატურ პანელურ დისკუსიასა და პრეზენტაციების სესიას გააერთიანებს.
პირველი პანელური დისკუსია დაეთმობა გასტრონომიას, როგორც ტურიზმის განვითარების, რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და ტურისტული ბრენდის ფორმირების მამოძრავებელ ძალას. მონაწილეები იმსჯელებენ გასტრონომიული გამოცდილების მნიშვნელობაზე ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის პროცესში.
ხოლო მეორე პანელური დისკუსია მიეძღვნება კულინარიულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე იმპროვიზაციებს – ტრადიციული გემოებიდან მაღალ გასტრონომიამდე.
პრეზენტაციების სესიის მთავარი თემებია მომავლის გასტრონომია, მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილება და ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ბრენდად ჩამოყალიბების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასტრონომიის ისტორიასა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს, ასევე ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის გამოცდილებას.
ფორუმი ერთდღიანია და მოიცავს:
• რეგისტრაციასა და ოფიციალურ გახსნას;
• ვიდეოპრეზენტაციას;
• ორ პანელურ დისკუსიას;
• თემატურ პრეზენტაციებს;
• ყავის შესვენებას;
• ლანჩს.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, იმსჯელონ ქართული გასტრონომიის განვითარების პერსპექტივებზე და გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული ცოდნა და ხედვები.
ორგანიზაციული ინფორმაცია
ჩატარების ადგილი: სასტუმრო „ქორთიარდ ბაი მარიოტი ბათუმი“, საკონფერენციო დარბაზი „თამარ მეფე“.
მისამართი: ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №5, მეორე სართული.
მასტერკლასის ხანგრძლივობა: 5 საათი.
შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
10:30-11:00 – სტუმრების რეგისტრაცია
11:00-11:12 – „გემოდ ქცეული 8000 წლოვანი ისტორია“ – ვიდეოპრეზენტაცია
11:12-11:25 – გასტრონომიული ფორუმის ოფიციალური გახსნა და სიტყვით გამოსვლები
11:30-12:30 – I პანელური დისკუსია
► ტურისტული მიმართულების გემო: გასტრონომია, როგორც ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და ტურისტული ბრენდის ფორმირების მამოძრავებელი ძალა
► გიორგი ნინუა - მოდერატორი, შეფ-რესტორატორი (საქართველო)
I პანელური დისკუსიის მონაწილეები:
- დანიელ გალმიში - ოთხგზის მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფ-მზარეული, გასტრონომიის კონსულტანტი, მწერალი და TV წამყვანი (დიდი ბრიტანეთი)
- პას ივისონი - ღვინისა და გასტრონომიის ექსპერტი, ესპანეთის გასტრონომიის სამეფო აკადემიის სრულუფლებიანი წევრი (ესპანეთი)
- ნაუელ პასოსი - ბასკეთის კულინარიულ ცენტრის შეფ-ინსტრუქტორი და კვების ინოვაციების მკვლევარი (არგენტინა)
პრეზენტაციების სესია
► მომავლის გასტრონომია: მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილება, ქართული გასტრონომია, როგორც საერთაშორისო ბრენდი
12:30-12:50 - „გასტრონომიის ორსაუკუნოვანი ისტორია და სწავლების თანამედროვე გზები“, კრისტოფერ ლავენი - ბიოფიზიკის დოქტორი და გასტრომკვლევარი (საფრანგეთი)
12:50-13:05 - „ქართული გასტრონომია მადრიდში - გზა MICHELIN Guide-მდე“
► ნინო კილტავა - საერთაშორისო გასტროექსპერტი, რესტორატორი, მადრიდში ქართული რესტორნების Nunuka Madrid, K'era Madrid მმართველი (საქართველო)
13:05-13:20 – „ქართული გასტრონომიის წარმატება აღმოსავლეთ ევროპაში“
► ეკატერინე რუხაძე - პრაღაში ქართული რესტორნის „Dergi“-ის მმართველი და რესტორატორი (საქართველო)
13:20-14:00 – ყავის შესვენება
14:00-15:00 – II პანელური დისკუსია
► კულინარიული მემკვიდრეობა და თანამედროვე იმპროვიზაცია: ტრადიციული გემოებიდან მაღალ გასტრონომიამდე
II პანელური დისკუსიის მონაწილეები:
- ქეთი სალაყაია - რესტორატორი, კულინარიული შოუს „შეფების ლიგა“, „შუადღე რუსთავი 2-ზე“ თანაწამყვანი, რესტორნების „ალუბალი“, „ლე პონჩიკი“ მმართველი (საქართველო)
- თემო კარდენახიშვილი – ბრენდ-შეფი, რესტორნების „RENE“, „STREAT“, „Tiffani“, „Legato“, კულინარიული შოუს „კულინარიული დუელი“ თანაწამყვანი (საქართველო)
- დალილა ცატავა - გასტრონომიის ექსპერტი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, წიგნის „გასტრონომიული სიზმრები“ ავტორი
15:00 – ლანჩი