აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში მოქმედი გიდები გადამზადდებიან ღვინის მიმართულებით. ღვინის გიდის თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის მიმდინარეობისას აჭარის გიდებს პროფესიონალი ტრენერები, ღვინოთმცოდნეები და მეღვინეები გააცნობენ ღვინის გიდის როლს, პროფესიულ სტანდარტებს, ტურისტებთან ურთიერთობას, ღვინის დაყენების თავისებურებებს, ღვინის კერძთან შეხამებას, ღვინის, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ტრენინგი მოიცავს გაცნობით ვიზიტებს ბათუმში არსებულ ღვინის მარნებსა და მაღაზიებში. ასევე, ხელვაჩაურის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული ღვინის (საოჯახო) მარნებსა და ქარხსნებში.

ღვინის გიდის ტრენინგი ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში ჩვენი რეგიონის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და შესაბამისად ამ სეგმენტში სერვისის გაუმჯობესებას.

სატრენინგო კურსზე მსმენელები შეირჩევიან გასაუბრებით. ტრენინგის ჩატარების ადგილი და ზუსტი თარიღი/დრო გამოქვეყნდება მოგვიანებით.

ტრენინგის თარიღი
20.10.2026 - 20.11.2026

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.