აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბარმენის ტრენინგი განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან მომსახურების სფეროში, კერძოდ, კვების ობიექტებში და სურთ, დროის მოკლე პერიოდში გააუმჯობესონ და დახვეწონ ბარმენის პროფესიის ცალკეული საკითხები.

ტრენინგის მსვლელობისას მსმენელები დადგენილი სტანდარტების მიხედვით, შეისწავლიან კლასიკური კოქტეილების მომზადების ძირითად მეთოდებს. ეცოდინებათ კოქტეილების რეცეპტები, სწორი მიწოდების წესები, ცალკეული კოქტეილებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი, კოქტეილის მოსამზადებლად აუცილებელი ინსტრუმენტები, ძირითადი ალკოჰოლური სასმელების (არაყი, რომი, ჯინი, ტეკილა, ვისკი, კონოაკი) შექმნის ისტორია და მათ ბაზაზე შექმნილი კლასიკური კოქტეილების მომზადების სხვადასხვა ხერხები.

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი. ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, ქ.ბათუმში. დღეში 4 საათი.

 

ტრენინგის თარიღი
07.05.2026 - 10.05.2026

 

ბარმენების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი

დღე 1

  • ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება
  • ბარის მოწყობილობა
  • მომსახურების სტანდარტები და სერვისი
  • აქტიური გაყიდვები
  • ბარის ასორტიმენტი
  • ბარის ტიპები

 

დღე 2

  • ღვინის კულტურა
  • ღვინის კლასიფიკაცია
  • დეგუსტაციის ტიპები
  • ღვინის ბარათის შედგენა
  • ღვინის კერძებთან შეხამება
  • კონიაკი - ბრენდი
  • შამპანური

დღე 3

  • ვისკი
  • ირლანდიური/შოტლანდიური ვისკი
  • რომი
  • ტეკილა
  • ჯინი
  • ვოდკა/ვოდკის სახეობები
  • განსხვავება ვოდკასა და არაყს შორის

დღე 4 

  • კოქტეილის ისტორია
  • კოქტეილის მომზადების მეთოდები
  • კოქტეილების კლასიფიკაცია

 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.