ბათუმის მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი მასტერკლასები განკუთვნილია აჭარის რეგიონში მოქმედი მზარეულებისათვის და მათი ძირითადი თემაა თევზეულისა და ზღვის პროდუქტების დამუშავება-მომზადება.

მასტერკლასებს ატარებენ სპეციალურად მოწვეული მიშლენის ვარსკვლავოსანი უცხოელი შეფები.

მასტერკლასებზე მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.

ტრენინგის თარიღი
01.12.2025 - 01.12.2025

„თევზეულისა და ზღვის პროდუქტებისთვის გარნირებისა და სოუსების მომზადების მასტერკლასის" დროს საფრანგეთიდან მოწვეული შეფი სტეფან იაკიჩი დაამზადებს ოთხ სხვადასხვა კერძს: დაგრილული რვაფეხა მუხუდოს კრეპის გარნირითა და ცოცხალი მწვანე სოუსით; შავი ზღვის ორაგულის კარპაჩო გოგრის გარნირითა და ბროწეულის სოუსით; შავი ზღვის კამბალა ლურჯი კომბოსტოს გარნირით და თეთრი მისოს და კარაქის სოუსით; ზღვის კარჩხანა ხრაშუნა ნიგვზის და ბოსტნეულის გარნირით და ვაშლის და ჯინჯერის სოუსით.

მასტერკლასი ჩატარდება სამზარეულოს სივრცეში. მას ატარებს საფრანგეთიდან მოწვეული შეფი ჟულიენ ენოტი, რომელსაც ასისტენტობას უწევს ქართველი შეფები. მსმენელები აკვირდებიან კერძების დამზადების პროცესს და თითოეული კერძის დამზადების შემდეგ უსვამენ შესაბამისს კითხვებს შეფს. მასტერკლასის სამუშაო ენა ინგლისურია და განხორციელდება ქართულად თანმიმდევრული თარგმანი.

მასტერკლასის მონაწილე მზარეულებს აუცილებლად უნდა იყვნენ შესაბამისად მოწესრიგებულები, ეცვათ მუქი შარვალი, ხოლო მაისური, წინსაფარი და მზარეულის თავსაფარი ადგილზე საჩუქრად გადაეცემათ.

ჩატარების ადგილი: „ქორთიარდ ბაი მერიოტ ბათუმი"

მისამართი: ქ.ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 5, მეორე სართული. 

მასტერკლასის ხანგძლივობა: 4 საათი.

14:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია

15:00 - 19:00 - თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მომზადების მასტერკლასი

  • დაგრილული რვაფეხა მუხუდოს კრეპის გარნირითა და ცოცხალი მწვანე სოუსით
  • შავი ზღვის ორაგულის კარპაჩო გოგრის გარნირითა და ბროწეულის სოუსით
  • შავი ზღვის კამბალა ლურჯი კომბოსტოს გარნირით და თეთრი მისოს და კარაქის სოუსით
  • ზღვის კარჩხანა ხრაშუნა ნიგვზის და ბოსტნეულის გარნირით და ვაშლის და ჯინჯერის სოუსით

19:00 - სერტიფიკატების გადაცემა

  • სადილი

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.