- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მომზადების მასტერკლასი
ბათუმის მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი მასტერკლასები განკუთვნილია აჭარის რეგიონში მოქმედი მზარეულებისათვის და მათი ძირითადი თემაა თევზეულისა და ზღვის პროდუქტების დამუშავება-მომზადება.
მასტერკლასებს ატარებენ სპეციალურად მოწვეული მიშლენის ვარსკვლავოსანი უცხოელი შეფები.
მასტერკლასებზე მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.
„თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მომზადების მასტერკლასის" დროს საფრანგეთიდან მოწვეული შეფი ჟულიენ ენოტი დაამზადებს ოთხ სხვადასხვა კერძს: კეფალი ვაკამეს გარნირით და ციტრუსის სოუსით; სიბასის კომფიტური ყვავილოვანი კომბოსტოს გარნირითა და თეთრი ღვინის სოუსით; კრევეტის სევიჩე წიწიბურას ფქვილის ტარტით და ჭარხლის საწებლით; წითელი ხონთქარი გოგრის კონფიტურით, მანდარინის მარმელადითა და ციტრუსის სოუსით.
მასტერკლასი ჩატარდება სამზარეულოს სივრცეში. მას ატარებს საფრანგეთიდან მოწვეული შეფი ჟულიენ ენოტი, რომელსაც ასისტენტობას უწევს ქართველი შეფები. მსმენელები აკვირდებიან კერძების დამზადების პროცესს და თითოეული კერძის დამზადების შემდეგ უსვამენ შესაბამისს კითხვებს შეფს. მასტერკლასის სამუშაო ენა ინგლისურია და განხორციელდება ქართულად თანმიმდევრული თარგმანი.
მასტერკლასის მონაწილე მზარეულებს აუცილებლად უნდა იყვნენ შესაბამისად მოწესრიგებულები, ეცვათ მუქი შარვალი, ხოლო მაისური, წინსაფარი და მზარეულის თავსაფარი ადგილზე საჩუქრად გადაეცემათ.
ჩატარების ადგილი: „ქორთიარდ ბაი მერიოტ ბათუმი"
მისამართი: ქ.ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 5, მეორე სართული.
მასტერკლასის ხანგძლივობა: 4 საათი.
09:30 - მონაწილეთა რეგისტრაცია
10:00 - 14:00 თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მომზადების მასტერკლასი
- კეფალი ვაკამეს გარნირითა და ციტრუსის სოუსით
- სიბასის კომფიტური ყვავილოვანი კომბოსტოს გარნირითა და თეთრი ღვინის სოუსით
- კრევეტის სევიჩე წიწიბურას ფქვილის ტარტითა და ჭარხლის საწებლით
- წითელი ხონთქარი გოგრის კონფიტურით, მანდარინის მარმელადითა და ციტრუსის სოუსით
14:00 - სერტიფიკატების გადაცემა
- სადილი