- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- ღვინის ტრენინგი ხელვაჩაურში
ტრენინგის შესახებ
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში არსებული საოჯახო მარნების მეპატრონეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი ღვინის თემაზე „სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები".
თეორიული - პრაქტიკული ტრენინგის ფარგლებში პროფესიონალი ღვინოთმცოდნეები და მეღვინეები საოჯახო მარნების წარმომადგენლებს გააცნობენ:
- ღვინის ისტორიას
- ღვინის როლს ტურიზმში
- ღვინის დაყენების თავისებურებებს
- ღვინის კერძებთან შეხამების შესახებ ინფორმაციას
- ღვინის მირთმევის (დაჭაშნიკების) შესახებ ინფორმაციას
- ღვინით მომსახურების ძირითად წესებს და ა.შ.
ღვინის ტრენინგი ხელვაჩაურში ჩატარდება სამი დღის განმავლობაში. ტრენინგის დღიური ხანგძლივობაა 4 საათი. ნახევარსაათიანი შესვენებით ლანჩზე.
აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს მომსახურების სფეროში ჩვენი რეგიონის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ სეგმენტში სერვისის გაუმჯობესებას.
ტრენინგის თარიღი
21.06.2024 - 23.06.2024
რეგისტრაცია დასრულებულია