აჭარაში კვების და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, ბარმენებისათვის, ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის (ბარისტას) თემატიკაზე ოთხდღიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართება.

ტრენინგის მიზანია:

აჭარის რეგიონის ტურისტულ ობიექტებში სერვისის დონის ამაღლება;

აჭარის რეგიონში კვების და განთავსების ობიექტებში დასაქმებულთათვის მომსახურების ხარისხის ამაღლების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება;

აჭარის რეგიონის კვების და განთავსების ობიექტებში პროფესიული ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის სპეციფიკური ცოდნის თეორიისა და პრაქტიკის გაზიარება;

ყავისა და ჩაის მომზადების საერთაშორისო ნორმების და სტანდარტებისა გაზიარება და დანერგვა;

ყავისა და ჩაის მომზადება-მირთმევის კულტურის ამაღლება.

ტრენინგის თარიღი
29.04.2024 - 02.05.2024

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი და ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი. ნახევარი საათი შესვენება ლანჩზე.

მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. 28, სასტუმრო „შერატონ ბათუმი“.  

დღე I – 29 აპრილი, 2024 წელი

10:00 – 14:30 - ტრენინგის მიმდინარეობა

თემატიკა:

  • ყავის ისტორია, ყავის სახეობები, ჯიშები, ყავის მოსავლის აღება-დამუშავება  შენახვა, ყავის  მოხალვის ტექნოლოგია, მოხალული ყავა
  • ყავის ისტორია
  • ყავის მწარმოებელი რეგიონები
  • დედამიწის ყავის ქამარი
  • ყავის ხის გავრცელების ქრონიკა
  • ყავის სახეობები, ჯიშები
  • არაბიკა და რობუსტა
  • ყველაზე ცნობილი ჯიშები და ჰიბრიდები
  • ყავის ხის ზრდის პირობები და ადგილმდებარეობა
  • ყავის ხის ნაყოფიერება
  • ყავის გზა პლანტაციიდან - მომხმარებლამდე

 

დღე II – 30 აპრილი, 2024 წელი

10:00 – 14:30 - ტრენინგის მიმდინარეობა

თემატიკა:

  • პროფესიონალური ყავის საფქვავები, ყავის დაფქვევა, პროფესიონალური ყავის მანქანები და მათი ექსპლუატაცია
  • პროფესიონალური ყავის საფქვავები
  • პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო საფქვავების შორის განსხვავებები 
  • პროფესიონალური ყავის საფქვავების სახეები
  • ყავის საფქვავის მოწყობილობა
  • ყავის საფქვავის  მოვლის და ექსპლუატაციის წესი
  • ყავის დაფქვევა
  • ყავის დაფქვევა და ექსტრაქცია
  • დაფქვევის სახეები
  • ყავის მარცვლის დაფქვევის რეგულირების თავისებურებანი
  • პროფესიონალური ყავის მანქანები და მათი ექსპლუატაცია
  • პროფესიონალური ყავის დამზადების ძირითადი მეთოდები
  • ესპრესოს დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა
  • ესპრესო მანქანების ტიპები
  • ტრადიციული ესპრესოს აპარატის ზოგადი ხედი
  • ტრადიციული ესპრესოს აპარატის მოწყბილობა და მართვის ღილაკების დანიშნულება
  • ტრადიციული ესპრესოს აპარატის მუშაობის პრინციპი
  • ბარისტას აქსესუარები
  • ტრადიციული ესპრესოს აპარატის მუშაობის და ექსპლუატაციის წესები

 

დღე III – 1 მაისი, 2024 წელი

10:00 – 14:30 - ტრენინგის მიმდინარეობა

თემატიკა:

  • ესპრესოს მომზადება
  • ესპრესოს განმარტება
  • ესპრესოს მომზადების პარამეტრები
  • ტემპერატურის რეჟიმი
  • ესპრესოს მომზადების ეტაპები
  • ხოლდერის სამუშაოდ მომზადება
  • ყავის დაფქვევის რეგულირება და დოზირება
  • ყავის ტაბლეტის ფორმირება
  • ყავის ექსტრაქცია
  • ჰოლდერიდან ყავის ნარჩენების მოცილება და გასუფთავება
  • ესპრესოს ხარისხის შეფასება, დეგუსტაცია
  • ფრენჩ პრესი
  • ფრენჩ პრესში ყავის მომზადების პარამეტრები
  • ფრენჩ პრესის მოწყობილობა
  • ფრენჩ პრესის მუშაობის წესი
  • ფრენჩ პრესში მომზადებული ყავის ხარისხის ვიზუალური შეფასება
  • ფრენჩ პრესში მომზადებული ყავის სტუმართან მიტანის სტანდარტი
  • რძის მომზადების ტექნიკა
  • რძის მახასიათებლები
  • სამუშაოდ მომზადება
  • პირველი ფაზა
  • რძის ათქვეფის ხმით კონტროლი
  • მეორე ფაზა
  • რძის ტემპერატურის კონტროლი
  • ათქვეფის პროცესის დამთავრება
  • ათქვეფილი რძის ტექსტურა და გემო

 

დღე IV - 2 მაისი, 2024 წელი

10:00 – 14:30 - ტრენინგის მიმდინარეობა

თემატიკა:

  • კაპუჩინო
  • სასმელის ისტორია
  • მომზადების ეტაპები და ტექნოლოგ
  • ტემპერატურა
  • ყავის, რძის და რძის ქაფის თანაფარდობა
  • სტუმართან მიტანის სტანდარტი
  • ლატე
  • სასმელის ისტორია
  • მომზადების ეტაპები და ტექნოლოგია
  • ტემპერატურა
  • ყავის, რძის და რძის ქაფის თანაფარდობა
  • სტუმართან მიტანის სტანდარტი
  • ლატე არტი
  • ტექნიკა ლატე არტ (Placing, Pushing, Turbo, Shaking, Fishtailing, Cutting, Dragging, Windmill)
  • ძირითადი პრინციპები და მიმართილება (ეტჩინგი, კაპუჩინო არტი, მულტი არტი, ესპრესო არტი)
  • კლასიკური ლატე არტის საბაზისო ფიგურები (ვაშლი, ყვავილი, როზეტა, გული, ტიტა, გედი)
  • სხვადასხვა ტიპის ჩაის მომზადება

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.