- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს დასუფთავების ტრენინგი - II ჯგუფი
ტრენინგის შესახებ
აჭარაში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების მიზნით იწყება დასუფთავების ტრენინგები მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებში. ტრენინგის ხანგძლივობა თითოეული ჯგუფისთვის იქნება 16 საათი, დღეში 4 სატრენინგო საათი, ნახევარსაათიანი შესვენებით. (ლანჩი)
სატრენინგო კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
ტრენინგს გაუძღვება უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი და გამოცდილი ტრენერი ჟანა გამხიტაშვილი, რომელსაც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების დასუფთავების სამსახურის მენეჯმენტში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.
ტრენინგის თარიღი
23.04.2024 - 02.05.2024
რეგისტრაცია დასრულებულია
II ჯგუფის ტრენინგის განრიგი:
I დღე - სამშაბათი 23.04.2024 – 14:00-18:30
II დღე - პარასკევი 26.04.2024 – 09:30-14:00
III დღე - ორშაბათი 29.04.2024 – 14:00-18:30
IV დღე - ხუთშაბათი 02.05.2024 – 09:30-14:00
- დასუფთავების სამსახურის როლი მცირე და საშუალო ზომის სასტუმროში, მისი ორგანიზაციული სტრუქტურა. სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკა და სწორი შიდა კომუნიკაცია.
- შრომითი უსაფრთხოება. (უსაფრთხოებისძირითადი წესები და პრინციპები. სტუმრის ოთახის უსაფრთხოება.
- მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს ნომრების და სხვა სივრცეების (საერთო სივრცე, ჰოლი, დერეფნები და ა.შ.) დასუფთავების სტანდარტები და სპეციფიკა. ოთახის/ნომრის სტატუსი და ამ სტატსუსის შესაბამისი დალაგების სპეციფიკა.
- მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების სანომრე ფონდის დალაგებისათვის საჭირო ინვენტარის, აუცილებელი სამუშაო აღჭურვილობის, ტექნიკა-დანადგარების და ხსნარ-ქიმიკატების სწორი გამოყენება.
- სხვადასხვა ტიპის ქსოვილების და ზედაპირების (მათ შორის მყარი ზედაპირების) რეცხვისა და დასუფთავების სპეციფიკა.
- თეთრეულის და სტუმრებისთვის განკუთვნილი ნივთების ინვენტარიზაცია. მარაგების კონტროლი.
- დაკარგული და /ან სტუმრის დატოვებული ნივთების შენახვა.
- სტუმართან სწორი კომუნიკაცია. (მათ შორის პრობლემური კლიენტთან კომუნიკაცია და კონფლიქტური სიტუაციის მართვა).
- პრაქტიკული მეცადინეობა უშუალოდ სასტუმროს ნომრის ბაზაზე: ოთახის დალაგება, თეთრეულის გასწორება. დაკავებული და თავისუფალი ოთახების დალაგების სპეციფიკა. ურიკა, მისი დანიშნულება, ჩატვირთვა, გამოყენება, არსებული ნივთების დანიშნულება, დროის ფაქტორი.