- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- დასუფთავების ტრენინგი აპარტოტელებში - II ჯგუფი
ტრენინგის შესახებ
აჭარაში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების მიზნით იწყება დასუფთავების ტრენინგები აპარტოტელებში. ტრენინგის ხანგძლივობა თითოეული ჯგუფისთვის იქნება 16 საათი, დღეში 4 სატრენინგო საათი, ნახევარსაათიანი შესვენებით. (ლანჩი)
სატრენინგო კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
ტრენინგს გაუძღვება უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი და გამოცდილი ტრენერი ჟანა გამხიტაშვილი, რომელსაც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების დასუფთავების სამსახურის მენეჯმენტში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.
ტრენინგის თარიღი
22.04.2024 - 01.05.2024
რეგისტრაცია დასრულებულია
II ჯგუფის ტრენინგის განრიგი:
I დღე - ორშაბათი 22.04.2024 – 14:00-18:30
II დღე - ხუთშაბათი 25.04.2024 – 09:30-14:00
III დღე - შაბათი 27.04.2024 – 14:00-18:30
IV დღე - ოთხშაბათი 01.05.2024 – 09:30-14:00
- დასუფთავების სამსახურის როლი აპარტოტელში, მისი ორგანიზაციული სტრუქტურა. სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკა და სწორი შიდა კომუნიკაცია.
- შრომითი უსაფრთხოება. (უსაფრთხოებისძირითადი წესები და პრინციპები. სტუმრის ოთახის უსაფრთხოება.
- აპარტოტელის ნომრების და სხვა სივრცეების (საერთო სივრცე, ჰოლი, დერეფნები და ა.შ.) დასუფთავების სტანდარტები და სპეციფიკა. ოთახის/ნომრის სტატუსი და ამ სტატსუსის შესაბამისი დალაგების სპეციფიკა.
- აპარტოტელის სანომრე ფონდის დალაგებისათვის საჭირო ინვენტარის, აუცილებელი სამუშაო აღჭურვილობის, ტექნიკა-დანადგარების და ხსნარ-ქიმიკატების სწორი გამოყენება.
- სხვადასხვა ტიპის ქსოვილების და ზედაპირების (მათ შორის მყარი ზედაპირების) რეცხვისა და დასუფთავების სპეციფიკა.
- თეთრეულის და სტუმრებისთვის განკუთვნილი ნივთების ინვენტარიზაცია. მარაგების კონტროლი.
- დაკარგული და /ან სტუმრის დატოვებული ნივთების შენახვა.
- სტუმართან სწორი კომუნიკაცია. (მათ შორის პრობლემური კლიენტთან კომუნიკაცია და კონფლიქტური სიტუაციის მართვა).
- პრაქტიკული მეცადინეობა უშუალოდ სასტუმროს ნომრის ბაზაზე: ოთახის დალაგება, თეთრეულის გასწორება. დაკავებული და თავისუფალი ოთახების დალაგების სპეციფიკა. ურიკა, მისი დანიშნულება, ჩატვირთვა, გამოყენება, არსებული ნივთების დანიშნულება, დროის ფაქტორი.