- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- მწვანე სასტუმრო და ეკო სტანდარტები
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში ტარდება ერთდღიანი ტრენინგი საშუალო და მაღალი კლასის განთავსების ობიექტების, სოფლად არსებული საოჯახო სასტუმრო სახლებისა და ღვინის მარნების წარმომადგენლებისთვის თემაზე: „მწვანე სასტუმრო და ეკო სტანდარტები".
ტრენინგის მსვლელობისას განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკო სტანდარტების დანერგვა, სტანდარტების დანერგვის საშუალებით ხარჯების დაზოგვა, ნარჩენების შემცირება, ეკო-ტურისტების მოზიდვა და სხვ.
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 7 თებერვალი
ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 – 17:00
ტრენინგის ჩატარების ადგილი: სასტუმრო "ლე მერიდიან" (მის. ქ. ბათუმი, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთა).
ტრენინგის გავლის შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ტრენინგის თემები
- ეკო სერტიფიცირება და მისი როლი მდგრადი ტურიზმის განვითარებაში;
- ეკო სერტიფიცირების მარკეტინგული უპირატესობები;
- ნარჩენების მართვა სასტუმრო ინდუსტრიაში, პრაქტიკული რჩევები ნარჩენების შესამცირებლად ყოველდღიურ საქმიანობაში;
- ენერგო-ეფექტურობა სასტუმრო საქმეში;
- წყლის კონსერვაციის პრაქტიკა სასტუმრო ინდუსტრიაში;
- პრაქტიკული სემინარი - ნარჩენები, ენერგია, წყალი;
- პრაქტიკული სავარჯიშოები სასტუმრო ინდუსტრიაში ნარჩენების შემცირების, ენერგოეფექტურობისა და წყლის დაზოგვის მიდგომების გასაცნობად;
- როგორ აძლიერებს ეკო სერტიფიცირება ბრენდს და იზიდავს პასუხისმგებლიან მომხმარებელს;
- სამოქმედო გეგმის შემუშავება მდგრადობისთვის.