HR მენეჯერების უფასო ტრენინგ-კურსი განკუთვნილია განთავსების ობიექტების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის. სატრენინგო კურსის მიზანია, დაეხმაროს მსმენელებს გაერკვნენ საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებში, იცოდნენ პროფესიული განვითარების რა ეტაპზეა თანამშრომელი და რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგის მისაღებად. სატრენინგო პროცესში გამოყენებული იქნება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური სავარჯიშოები. 

 

 

ტრენინგის თარიღი
28.11.2023 - 01.12.2023

ტრენინგის ძირითადი საკითხები:

  • სტუმარმასპინძლობის მიმდინარე ტენდენციების მიმოხილვა;
  • HR მენეჯერის როლის განსაზღვრა განთავსების ობიექტების ბიზნესის მართვის მოდელში;
  • HR მენეჯმენტის სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  • ახალი ტალანტების მოზიდვისა და რეკრუტინგის გამოწვევები განთავსების ობიექტებზე;
  • ორგანიზაციული კულტურა;
  • მოტივაციის სისტემები;
  • პერსონალის შეფასების სისტემა;
  • HR ანალიტიკა.

 

HR მენეჯერების ტრენინგ-კურსი ჩატარდება ქ.ბათუმში სასტუმრო „ბესტ ვესტერნ პრემიერ ბათუმი".

მისამართი: ზ.გორგილაძის 111, მე-2 სართული, საკონფერენციო დარბაზი „ონიქსი“.

ტრენინგის ხანგძლივობა 20 საათია. ჩატარდება 4 დღის განმავლობაში, დღეში 5 საათი.

დღე I - სამშაბათი, 28 ნოემბერი

09:00 - ტრენინგის დაწყება

  • სფეროს (სტუმართმასპინძლობის/Hospitality-ის და განთავსების ობიექტები) მიმდინარე ტენდენციების მიმოხილვა.

ყავის შესვენება  10:15 - 10:30

10-30 - 12:00 ტრენინგის გაგრძელება

  • HR მენეჯერის როლის განსაზღვრა განთავსების ობიექტების ბიზნესის მართვის მოდელში.

ლანჩი 12:00 - 12:30

12:30 - 14:00 ტრენინგის გაგრძელება

  • უნარების მიმოხილვა და ანალიზი, რაც განასხვავებს განთავსების ობიექტების HR მენეჯერებს სხვა სფეროებისგან;
  • HR მენეჯმენტის სტრატეგიის ჩამოყალიბება და დანერგვის თავისებურებები განთავსების ობიექტებში.

 

დღე II - ოთხშაბათი, 29 ნოემბერი

09:00 - ტრენინგის დაწყება

  • HR ფოლისების, პროცედურების და ინსტრუქციების გაწერის და დანერგვის პრინციპები.

ყავის შესვენება 10:15- 10:30

10:30 - 12:00 ტრენინგის გაგრძელება

  • HR ადმინისტრაციული პროცედურების მიმოხილვა.

ლანჩი 12:00 - 12:30

12:30 - 14:00 ტრენინგის გაგრძელება

  • ახალი ტალანტების მოზიდვისა და რეკრუტინგის გამოწვევები განთავსების ობიექტებზე; პროცედურები და ფოლისები HR-ის ძირითადი მართვის ინსტრუმენტი, ზედმეტი ბიუროკრატია თუ უბრალოდ ფორმალობა? (დისკუსია).

 

დღე III - ხუთშაბათი, 30 ნოემბერი

09:00 - ტრენინგის დაწყება 

  • ორგანიზაციული კულტურა (მიმდინარე ტრენდების მიმოხილვა);
  • ორგანიზაციული კულტურა ( ბრენდულ და არაბრენდულ განთავსების ობიექტებზე);
  • ორგანიზაციული კულტურის ფორმირების და განვითარების ეტაპები, HR-ის როლი აღნიშნულ პროცესში.

ყავის შესვენება 10:15 - 10:30

10:30 - 12:00 ტრენინგის გაგრძელება

  • მოტივაციის სისტემები, ძირითადი კონცეფცია და თავისებურებები განთავსების ობიექტებზე.

ლანჩი 12:00 - 12:30

12:30 - 14:00 ტრენინგის გაგრძელება

  • მოტივატორების ტრანსფორმაცია თაობების მიხედვით, განთავსების ობიექტებზე მოტივაციის სისტემის ფორმირების და დანერგვის წარმატებული ქეისების მიმოხილვა.

 

დღე IV - პარასკევი, 1-ლი დეკემბერი

09:00 - ტრენინგის დაწყება

  • პერსონალის შეფასების სისტემის ძირითადი მოდელების მიმოხილვა.

ყავის შესვენება 10:15- 10:30

10:30 - 12:00 ტრენინგის გაგრძელება

  • შეფასების სისტემების ფორმირების და დანერგვის თავისებურებები განთავსების ობიექტების ბიზნეს მოდელში;
  • კარიერული განვითარების დაგეგმვა და სისტემის ფორმირების თავისებურებები განთავსების ობიექტებზე.

ლანჩი 12:00 - 12:30

12:30 - 14:00 ტრენინგის გაგრძელება

  • HR ანალიტიკა, რაპორტინგის ძირითადი ფორმები, სწორი HR სტრატეგიის როლი განთავსების ობიექტის მოგების მაჩვენებლის ფორმირებაში.
  • შრომის კოდექსის მიმდინარე რეგულაციები განთავსების ობიექტების ბიზნეს მოდელისთვის.

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.