სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით იწვევს ქ. ბათუმში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს, ასევე გიდებს ორდღიან ტრენინგზე - „პირველადი სამედიცინო დახმარება“ .

ტრენინგს ატარებს: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

ტრენინგის გავლის შემდეგ ყველა დამსწრეს გადაეცემა სერტიფიკატი  სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან“.

გაცნობებთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ტრენინგს დაესწრება ის პირები, ვისაც დაუკავშირდებიან.

 

ტრენინგის თარიღი
17.07.2023 - 18.07.2023

ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ.ბათუმი, სასტუმრო „ჩაო“ ზურაბ გორგილაძის ქუჩა,75

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (დღეში, 4საათი)

ტრენინგის თემატიკა

· პირველადი და მეორადი დათვალიერება  

· გულ-ფილტვის რეანიმაცია (გფრ)

· ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (თეორია და პრაქტიკა)

· პდ უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში

· პდ ჭრილობის დროს (დამწვრობის ჩათვლით)

· პდ სისხლდენის შემთხვევაში

· პდ გულის წასვლის და გულყრის დროს

· პდ ზედოზირების შემთხვევაში  (ალკოჰოლური და ნარკოტიკული)

· პდ მოწამვლის დროს 

· პდ-ის აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს

· პრაქტიკული უნარების გამეორება


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.