- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- ადმინისტრატორების ტრენინგი - I ჯგუფი
განთავსების ობიექტების მიმღები განყოფილების თანამშრომელთა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი - I ჯგუფი
აჭარის რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების მიმღები განყოფილების თანამშრომელთა ტრენინგები დაიწყება 18 მაისიდან. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. მსმენელები - მიმღები სამსახურის თანამშრომლები (ადმინისტრატორები/რეცეფშენები) გაეცნობიან მიმღები სამსახურის ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს.
მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან.
ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში სასტუმრო „მონარქში" (მის. ახმედ მელაშვილის ქ.№37)
I ჯგუფის ტრენინგის განრიგი:
I დღე - ხუთშაბათი 18.05.2023 - 10:00-14:00
II დღე - პარასკევი 19.05.2023 - 10:00-14:00
III დღე - შაბათი 20.05.2023 - 10:00-14:00
IV დღე - კვირა 21.05.2023 - 10:00-14:00