ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა

სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ იწვევს ქ. ბათუმში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ერთდღიან ტრენინგზე - „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“. ტრენინგს წარუძღვება აგრარულ მეცნიერებათა და ბიოლოგიის დოქტორი, სურსათის ექსპერტი მირანდა გორგილაძე.

ტრენინგის თარიღი
10.05.2023 - 10.05.2023

ტრენინგი ჩატარდება მიმდინარე წლის 10 მაისს 13:00 საათზე (ხანგრძლივობა 6 საათი) სასტუმრო „ბესტ ვესტერნ პრემიერში “, მის. ქ. ბათუმი, გორგილაძის 111.  

ტრენინგის თემატა:   

  • GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GHP (ჰიგიენის პრაქტიკა);
  • წერილობითი პროცედურების (სტანდარტული ოპერირების პროცედურები) და სამუშაო ფორმების შემუშავება;
  • პერსონალის სავალდებულო სწავლებების პოლიტიკა;
  • სურსათის უვნებლობის პრინციპები, ჰიგიენა;
  • HACCP სისტემის მიმოხილვა, მოსამზადებელი და დანერგვის ეტაპები;
  • ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან
    პროდუქტები;
  • მომხმარებლის ინფორმირებულობა, პრეტენზიების მართვა და სხვა.
     

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.