ინკლუზიური ტურიზმის პროდუქტები და სერვისები

სსიპსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაიწვევს . ბათუმში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტებისა და ტურისტული სააგენტობის წარმომადგენლებს, ასევე გიდებს ერთდღიან ტრენინგზე - „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“.

ტრენინგს გაუძღვებიან ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის "პარსას" დამფუძნებელი და პრეზიდენტი თამარ მახარაშვილი; ინკლუზიური ტურიზმისა და მისაწვდომობის აუდიტის ტრენერი ნანა ჩართოლანი; უნივერსალური დიზაინის და მისაწვდომობის ტრენერი დავით ბაზაშვილი. 

გაცნობებთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ტრენინგს დაესწრება ის პირები, ვისაც დაუკავშირებიან.

ტრენინგის თარიღი
15.05.2023 - 15.05.2023

ტრენინგი ჩატარდება მიმდინარე წლის 15 მაისს 11:00 საათზე სასტუმრო "კოლიზეუმ ბათუმში", მის. ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 16. 

ტრენინგის თემატიკა

  • ინკლუზიური ტურიზმის დანერგვის სტრატეგიები, პოზიციონირება და მარკეტინგი;
  • ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და  სერვისების შემუშავება - საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა;
  • ტურიზმის ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლში ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა  და მისაწვდომი სერვისების დანერგვა;
  • ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე ინკლუზიური ტურისტული; პროდუქტებისა და  სერვისების პოზიციონირება და პოპულარიზაცია;
  • ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და  სერვისები - MICE  ტურიზმი (საქმიანი     შეხვედრები, ღონისძიებები, კონფერენციები, ფესტივალები  და გამოფენები);
  • ინკლუზიური ტურიზმის, უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის  საერთაშორისო და ეროვნული  სტანდარტების მოთხოვნების დაცვა;
  • ინკლუზიური ტურისტული მარშრუტები და  სერვისები  ბუნებაში (დაცული ტერიტორიები, პარკები, ტურისტული ღირსშესანიშაობები, ტურისტული ადგილები და ობიექტები);
  • საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა.

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.