სოციალური მედიის მართვა

სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ იწვევს ქ. ბათუმში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების სოციალურ მედიაზე პასუხისმგებელ პირებს უფასო ვორქშოპზე „სოციალური მედიის მართვა“.

ვორქშოპი ეხება ტურიზმის სფეროში სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმის ფართო გამოყენებას გაყიდვებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით.  

სოციალური მედიის მართვა უპირველესად გულისხმობს კონტენტის შექმნასა და შემდეგ ამ კონტენტის გაპიარებას სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე, როგორებიცაა Facebook, Instagram და სხვა.

ვორქშოპს წარუძღვებიან სოციალური მედიის მართვის სპეციალისტები - გიორგი ბურჯანაძე და დავით კიკნაძე.

 

 

ტრენინგის თარიღი
24.03.2023 - 24.03.2023

ტრენინგის ხანგრძლივობაა 8 საათი და ჩატარდება ერთი დღის განმავლობაში, 2023 წლის 24 მარტს 10:00-დან 18:00-მდე. 

მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. 40, სასტუმრო "ჰილტონ ბათუმის" საკონფერენციო დარბაზი.

ვორქშოფის თემატიკები

სოციალური მედია პლატფორმების გაცნობა (თითოეულის განმასხვავებელი ნიშნები, ათვისებისა და გამოყენების შესაძლებლობები) Facebook, Instagram, Youtube, TikTok, Google, Tripadvisor, Linkedin Pinterest, Whatsapp, Creators (Influencers);

როგორ მოვირგოთ სოციალური მედია სწორად, ჩვენი ბიზნესიდან გამომდინარე, პროფილის სწორად აწყობა და ოპტიმიზაცია (Facebook & Google);

კონტენტის შექმნა | ქოფირაითინგი | მომხმარებელთან კომუნიკაცია, კონტენტის ფორმების შერჩევა;

კონტენტის შექმნა / Canva-ს გამოყენება, პლატფორმების სპეციფიკაციები;

რეკლამის ტიპები Meta Business Manager / Ads Manager Facebook-სა და Instagram-ზე, როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა კრეატორები (ინფლუენსერები) ბიზნესისთვის;

შედეგების ანალიტიკა, კონკურენტების მონიტორინგი.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.