კვების ობიექტების მენეჯერების უფასო ტრენინგი - III ჯგუფი

თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო კურსი კვების ობიექტების მმართველი რგოლის - მენეჯერებისთვის, დაიწყება 28 აპრილიდან. ტრენინგი მოცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან. 

 

ტრენინგის თარიღი
28.04.2023 - 02.05.2023

ტრენინგ-კურსი ჩატარდება ქ.ბათუმში  სასტუმრო „მონარქში" (მის.ახმედ მელაშვილის ქ.№37)

III ჯგუფის ტრენინგის განრიგი:

I დღე - ორშაბათი 28.04.2023 - 09:45-14:00

II დღე - სამშაბათი 29.04.2023 - 09:45-14:00

III დღე - ოთხშაბათი 1.05.2023 - 09:45-14:00

IV დღე - ხუთშაბათი 2.05.2023 - 09:45-14:00

თემების დასახელება

დღე 1 (4 საათი)

შესავალი ნაწილი

  • რესტორნის მენეჯმენტი; როგორ გახდე ეფექტური ლიდერი; პროფესიის საიდუმლოებები; 
  • მენეჯერის აუცილებელი თვისებები.

      ეკონომიკური საქმიანობა და ეფექტური გაყიდვები

  • ფინანსური მენეჯმენტი; გაყიდვების დაგეგმარება და კონტროლი; ეფექტური გაყიდვები; გაყიდვების სისტემის აგების მიზნები;
  • მომგებიანობის ფარული რესურსები; მუდმივი სტუმრების რიცხვის გაზრდა; კვების ობიექტის რენტაბელურების და მომგებიანების განსაზღვრა.

 დღე 2 (4 საათი)

მომსახურების კულტურა

  • რესტორნის სტუმრები და მათი მოთხოვნილებები; სტუმრების ფსიქოლოგიის საფუძვლები;
  • რესტორნის სტუმრების მომსახურეობის პროცესების ფსიქოლოგია; რესტორნის მუშაკთა პროფესიული ქცევის თავისებურებები; რესტორნის თანამშრომელსა და სტუმრებს შორის კომუნიკაციის კულტურა;
  • რესტორნის თანამშრომლის პროფესიული ეთიკა; რესტორნის სტუმრების პრეტენზიები და კონფლიქტური სიტუაციები; რესტორნის თანამშრომლების გარეგნული იერის ესტეთიკა. 

      მომსახურების წესები და მომსახურების ხარისხის მართვა

  • მომსახურების ხარისხი; მომსახურების სტანდარტები რესტორანში, სტანდარტების ჩამოყალიბების და დანერგვის მნიშვნევლობა (სერვისების სტანდარტების წიგნი);
  • სარესტორნო მომსახურების სახეები; მაგიდების დაჯავშნის  სტანდარტები; სტუმრების შეხვედრა - მენიუს წარდგენა; კერძების არჩევის მოლაპარაკების წარმოება.
  • თანამედროვე სარესტორნო სერვირების სახეები.  

 დღე 3 (4 საათი)

რესტორანის დარბაზები და ხელსაწყოები

  • რესტორნის დარბაზები, სათავსოები, აღჭურვილობა; დაგეგმვის მოთხოვნები, შენობა-ნაგებობების შემადგენლობა და ურთიერთდაკავშირება;
  • რესტორნის ბარი, დაგეგმარება, სტანდარტები; სამზარეულოსთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, კვების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, HACCAP -ის სისტემის დანერგვის მნიშვნელობა;
  • პროფესიული ჭურჭელი, ჭიქები, დანა-ჩანგალი, ხელსაწყოები მათი დანიშნულება და გამოყენება; პროფესიული ჭურჭლის (ფაიფურის, კერამიკული, ბროლის, შუშის მახასიათებლები);
  • პროფესიული ჭურჭლის (რკინის, ხის, მელამინის და სხვა) მახასიათებლები; მაგიდის პროფესიული გადასაფერებლები, ხელსახოცების, აგრეთვე ქაღალდის ხელსახოცების მახასიათებლები; რესტორნის ავტომატიზაციის მნიშვნევლობა, უპირატესობა და კონტროლი;
  • ჯავშნების მნიშვნელობა და სტანდარტები; კომპიუტერული აღრიცხვის სისტემის მმართველობითი კონტროლი (Front- Back) ოფისი.

      მენიუ და ფასწარმოქმნა

  • მენიუს ჩამოყალიბების და მართვის ასპექტები (ძირითადი მენუ, სპეციალური მენიუ, ღვინის და სასმელების რუკა);
  • პერსონალის კერძების და სასმელების დეგუსტაციების  მნიშვნევლობა და დანერგვა; ფასწარმოქმნა და ფასწარმოქმნის თავისებურებანი;
  • ფასების პოლიტიკა, კერძების და სასმელების კალკულაცია და რენტაბელობა. 

დღე 4 (4 საათი)

პერსონალის მოძიება და შერჩევა

  • პერსონალის შერჩევა, ინტერივიუს წარმოების თავისებურებანი; რესტორნის საკადრი პოლიტიკა;
  • რესტორანში მომუშავე პერსონალის მოთხოვნები; მიმტანების შრომის ორგანიზაციის მეთოდები; კონფლქტური სიტუაციების მართვა; რესტორნის კონფედიცუალურობის პოლიტიკა; პერსონალის შენარჩუნების,წახალისების პროგრამების დანერგვა. 

      ეფექტური გუნდის ჩამოყალიბება

  • რესტორნის თანამშრომლებში ჯანსაღი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა; რესტორნის 
  • კორპორაციული კულტურა; თანამშრომლების გადამზადების და ტრენიგების მნიშვნელობა და ორგანიზაცია.

     რესტორნის მართვის სისტემა

  • რესტორნის მართვის სისტემის ჩამოყალიბება; რესტორნის მართვის სტანდარტები და თავისებურებანი; 
  • რესტორნის მართვის საკუთარი სისტემის ჩამოყალიბება.

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.