- მთავარი
 - ტრენინგები
 - დასრულებული
 - დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერებისა და მენეჯერების ტრენინგი - II ჯგუფი
 
სუპერვაიზერებისა და მენეჯერების უფასო ტრენინგი - II ჯგუფი
თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო კურსი განთავსების ობიექტების სუპერვაიზერებისა და მენეჯერებისთვის დაიწყება 3 მაისიდან. ტრენინგი მოცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან.
დამატებითი ინფორმაცია განახლდება უახლოეს დღეებში.
ტრენინგ-კურსი ჩატარდება ქ.ბათუმში სასტუმრო „მონარქში" (მის.ახმედ მელაშვილის ქ.№37)
II ჯგუფის ტრენინგის განრიგი:
I დღე - ოთხშაბათი 3.05.2023 - 14:45-19:30
II დღე - ხუთშაბათი 4.05.2023 - 14:45-19:30
III დღე - პარასკევი 5.05.2023 - 14:45-19:30
IV დღე - შაბათი 6.05.2023 - 14:45-19:30
განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლის მუშაობის ძირითადი პრინციპები
- მიმღებთან სწორი კომუნიკაცია და სისტემური უზრუნველყოფა;
 - ზედამხედველისა და მენეჯერის მოვალეობები;
 - თანამშრომლის უსაფრთხოება;
 - სტუმართან სწორი კომუნიკაცია (15/5 ნაბიჯის პრინციპი, L.E.A.R.N-ის პროცესი, მომსახურების სპეციფიკა;
 - ქიმიკატების უსაფრთხოდ გამოყენების სტანდარტი და უსაფრთხოების 10 წესი;
 - აუცილებელი მოწყობილობები და დანადგარები. მტვერსასრუტის გაფუჭების 5 მიზეზი;
 - ხანძარი, შემშლელი ფაქტორები და ცეცხლის ლოკალიზება. ზედაპირების შერჩევის მეთოდი;
 - დაკავებული ან თავისუფალი დასუფთავებული ოთახის შემოწმების სტანდარტი, ინსპექტირება;
 - სამრეცხაო მომსახურება (შიდა ან გარე), თანხების კონტროლი, ღირებულება;
 - დაკარგული და ნაპოვნი ნივთების კონტროლი, გაცემა, სასტუმროდან გატანის სტანდარტი, შენახვის სტანდარტი.
 - რესტორნის ტერიტორიის მოვლა, დერეფნები, კიბეების მოვლა;
 - უნიფორმის დატვირთვა, სახელის მანიშნებელი, პირადი ჰიგიენა, პირადი მოსასვენებელი ადგილის დატვირთვა.