სუპერვაიზერებისა და მენეჯერების უფასო ტრენინგი - I ჯგუფი

თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო კურსი განთავსების ობიექტების სუპერვაიზერებისა და მენეჯერებისთვის დაიწყება 3 მაისიდან. ტრენინგი მოცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

ტრენინგი ჩატარდება ორ ჯგუფად, მსმენელთა რაოდენობა 20-25 ადამიანი.

ტრენინგზე მსმენელები შეირჩევიან გასაუბრებით.

 

ტრენინგის თარიღი
03.05.2023 - 06.05.2023

ტრენინგ-კურსი ჩატარდება ქ.ბათუმში  სასტუმრო „მონარქში" (მის.ახმედ მელაშვილის ქ.№37)

I ჯგუფის ტრენინგის განრიგი:

I დღე - ოთხშაბათი 3.05.2023 - 09:45-14:30

II დღე - ხუთშაბათი 4.05.2023 - 09:45-14:30

III დღე - პარასკევი 5.05.2023 - 09:45-14:30

IV დღე - შაბათი 6.05.2023 - 09:45-14:30

 

განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლის მუშაობის ძირითადი პრინციპები 

  • მიმღებთან სწორი კომუნიკაცია და სისტემური უზრუნველყოფა;
  • ზედამხედველისა და მენეჯერის მოვალეობები;
  • თანამშრომლის უსაფრთხოება; 
  • სტუმართან სწორი კომუნიკაცია (15/5 ნაბიჯის პრინციპი, L.E.A.R.N-ის პროცესი, მომსახურების სპეციფიკა;
  • ქიმიკატების უსაფრთხოდ გამოყენების სტანდარტი და უსაფრთხოების 10 წესი;
  • აუცილებელი მოწყობილობები და დანადგარები. მტვერსასრუტის გაფუჭების 5 მიზეზი;
  • ხანძარი, შემშლელი ფაქტორები და ცეცხლის ლოკალიზება. ზედაპირების შერჩევის მეთოდი;
  • დაკავებული ან თავისუფალი დასუფთავებული ოთახის შემოწმების სტანდარტი, ინსპექტირება;
  • სამრეცხაო მომსახურება (შიდა ან გარე), თანხების კონტროლი, ღირებულება;
  • დაკარგული და ნაპოვნი ნივთების კონტროლი, გაცემა, სასტუმროდან გატანის სტანდარტი, შენახვის სტანდარტი.
  • რესტორნის ტერიტორიის მოვლა, დერეფნები, კიბეების მოვლა;
  • უნიფორმის დატვირთვა, სახელის მანიშნებელი, პირადი ჰიგიენა, პირადი მოსასვენებელი ადგილის დატვირთვა.

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.