- მთავარი
 - ტრენინგები
 - დასრულებული
 - დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერებისა და მენეჯერების ტრენინგი - I ჯგუფი
 
ტრენინგის შესახებ
									სუპერვაიზერებისა და მენეჯერების უფასო ტრენინგი - I ჯგუფი
თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო კურსი განთავსების ობიექტების სუპერვაიზერებისა და მენეჯერებისთვის დაიწყება 3 მაისიდან. ტრენინგი მოცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
ტრენინგი ჩატარდება ორ ჯგუფად, მსმენელთა რაოდენობა 20-25 ადამიანი.
ტრენინგზე მსმენელები შეირჩევიან გასაუბრებით.
ტრენინგის თარიღი 
										03.05.2023 - 06.05.2023
										
											რეგისტრაცია დასრულებულია										
									ტრენინგ-კურსი ჩატარდება ქ.ბათუმში სასტუმრო „მონარქში" (მის.ახმედ მელაშვილის ქ.№37)
I ჯგუფის ტრენინგის განრიგი:
I დღე - ოთხშაბათი 3.05.2023 - 09:45-14:30
II დღე - ხუთშაბათი 4.05.2023 - 09:45-14:30
III დღე - პარასკევი 5.05.2023 - 09:45-14:30
IV დღე - შაბათი 6.05.2023 - 09:45-14:30
განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლის მუშაობის ძირითადი პრინციპები
- მიმღებთან სწორი კომუნიკაცია და სისტემური უზრუნველყოფა;
 - ზედამხედველისა და მენეჯერის მოვალეობები;
 - თანამშრომლის უსაფრთხოება;
 - სტუმართან სწორი კომუნიკაცია (15/5 ნაბიჯის პრინციპი, L.E.A.R.N-ის პროცესი, მომსახურების სპეციფიკა;
 - ქიმიკატების უსაფრთხოდ გამოყენების სტანდარტი და უსაფრთხოების 10 წესი;
 - აუცილებელი მოწყობილობები და დანადგარები. მტვერსასრუტის გაფუჭების 5 მიზეზი;
 - ხანძარი, შემშლელი ფაქტორები და ცეცხლის ლოკალიზება. ზედაპირების შერჩევის მეთოდი;
 - დაკავებული ან თავისუფალი დასუფთავებული ოთახის შემოწმების სტანდარტი, ინსპექტირება;
 - სამრეცხაო მომსახურება (შიდა ან გარე), თანხების კონტროლი, ღირებულება;
 - დაკარგული და ნაპოვნი ნივთების კონტროლი, გაცემა, სასტუმროდან გატანის სტანდარტი, შენახვის სტანდარტი.
 - რესტორნის ტერიტორიის მოვლა, დერეფნები, კიბეების მოვლა;
 - უნიფორმის დატვირთვა, სახელის მანიშნებელი, პირადი ჰიგიენა, პირადი მოსასვენებელი ადგილის დატვირთვა.