დიასახლისების უფასო ტრენინგი - I ჯგუფი

აჭარის რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დაიწყება 7 მაისიდან. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. მსმენელები - განთავსების სამსახურის თანამშრომლები (დიასახლისები/დამლაგებლები) გაეცნობიან დასუფთავების სამსახურის ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს.

მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან. 

 

 

 

ტრენინგის თარიღი
07.05.2023 - 10.05.2023

ტრენინგ-კურსი ჩატარდება ქ.ბათუმში  სასტუმრო „მონარქში" (მის.ახმედ მელაშვილის ქ.№37)

II ჯგუფის ტრენინგის განრიგი:

I დღე - კვირა 7.05.2023 - 09:45-14:30

II დღე - ორშაბათი 8.05.2023 - 09:45-14:30

III დღე - სამშაბათი 9.05.2023 - 09:45-14:30

IV დღე - ოთხშაბათი 10.05.2023 - 09:45-14:30

განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის ზოგადი მუშაობის ძირითადი პრინციპები 

  • სასტუმრო როგორც სამსახური, რა როლს თამაშობს დასუფთავების დეპარტამენტი, რას ვქმნით მუშაობისას;
  • განყოფილებებს შორის სწორი კომუნიკაცია;
  • სასტუმროს, სტუმრის და თანამშრომლის უსაფრთხოება;
  • სტუმართან სწორი კომუნიკაცია (15/5 ნაბიჯის პრინციპი, L.E.A.R.N ის პროცესი, მომსახურების სპეციფიკა;
  • ქიმიკატების უსაფრთხოდ გამოყენება, უსაფრთხოების 10 წესი, შეზავების სტანდარტი, ოთხი ძირითადი ქიმიური ნივთიერება დალაგებიბსას (მჟავა, ტუტე, სპირტი, ჰაერის საწმენდი) ზედაპირზე ზეგავლენის 4 ფაქტორი (დრო, მექანიკური, ქიმიური, ტემპერატურა);
  • აუცილებელი მოწყობილობები და დანადგარები. მტვერსასრუტის გაფუჭების 5 მიზეზი;
  • დაკავებული ოთახის დალაგება, თეთრეულის გადაკვრის სტანდარტი, ნიკელირებული ზედაპირების მოვლა, უნიტაზის სწორი მოვლა;
  • ტროლის სწორი გამოყენება, სწორი შევსება, მოძრაობა დერეფანში;
  • დაკავებული ან თავისუფალი დასუფთავებული ოთახის შემოწმების სტანდარტი;
  • რესტორნის ტერიტორიის მოვლა, დერეფნები, კიბეების მოვლა;
  • უნიფორმის დატვირთვა, სახელის მანიშნებელი, პირადი ჰიგიენა, პირადი მოსასვენებელი ადგილის დატვირთვა.

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.