აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ანახლებს სპიკერებთან სალექციო შეხვედრებს სტუმარმანსპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისათვის. დროის მენეჯმენტის თემაზე ლექციას წარუძღვება ცნობილი სპიკერი ნათია გოცაძე.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ ტურისტული სააგენტოს, განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებსა და ასევე, გიდებს.

გაცნობებთ, რომ დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია.  

მისამართი: სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტ ბათუმი", საკონფერენციო დარბაზი „თამარ მეფე“, ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშილის ქ. 5.

ტრენინგის თარიღი
05.12.2022 - 05.12.2022

ორშაბათი, 5 დეკემბერი

10:45 - რეგისტრაცია

11:00-12:30 - შეხვედრის დაწყება

12:30 -13:00 - ყავის შესვენება

13:00-14:10 - შეხვედრის გაგრძელება

14:10-14:30 - ინტერაქცია (კითხვა-პასუხი)

შეხვედრის ხანგრძლივობა - 3,5 საათი


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.