აღნიშნული რვასაათიანია ტრენინგი განკუთვნილია მიმტანებისა და მენეჯერებისათვის და ითვალისწინებს კვების ობიექტებში გაყიდვების ძირითად პრინციპებს.

ტრენინგის თარიღი
03.12.2022 - 04.12.2022

ტრენინგის ხანგრძლივობაა 8 საათი და ჩატარდება ორი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი.

მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 84/86, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შენობა.

დღე I – 3 დეკემბერი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • კერძების აღწერის წესები: როგორ დავეხმაროთ სტუმარს კერძის შერჩევაში
  • შეკვეთების მიღების წესები: როგორ სწრაფად და სტრუქტურულად მოუყვეთ სტუმარს კერძების ჩამონათვალი
  • „ცნობათა ბიუროს“ ნაცვლად, „ხელგაშლილი მასპინძლის“ წესი
  • რესტორნის წარმოჩენისა და სტუმრისთვის მისი უნიკალურობის ხაზგასმის უნარი

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • კერძების პრეზენტაციისთვის გასაკეთებელი ნაბიჯები
  • კერძების გაყიდვა შეკვეთის მიღების პროცესში
  • როგორ სწორად შევთავაზოთ სტუმარს დამატებითი კერძები
  • ძვირადღირებული, საავტორო კერძების გაყიდვის წესები
  • გაყიდვები სხვადასხვა ტიპის სტუმრებზე: პრეტენზიული, მუდმივი და პირველად მოსული სტუმრებისათვის

 

დღე II – 4 დეკემბერი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

  • ძირითად კერძთან დამატებითი გაყიდვები: სასმელები, სოუსები, ტოპინგები და ა.შ.
  • ალკოჰოლის სწორი გაყიდვები
  • მენიუს ძვირადღიურებული პოზიციების გაყიდვა
  • როგორ მოვახდინოთ გაყიდვები შეუმჩევლად
  • 10 საუკეთესო ფრაზა - „ხედი“ კერძის რეკომენდაციისთვის

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

  • სასმელის დამატების წესები: რატომ არის მნიშვნელოვანი ჭიქებში ღვინის დამატება და სასმელების შეკვეთის შეთავაზება, სანამ ამოიწურება
  • სუფრის მსველობისას: როგორ შევთავაზოთ დამატებითი კერძები, დესერტები და სხვა
  • რა უნდა გავაკეთოთ, თუ სტუმრები უარს ამბობენ მიმტანის შეთავაზებაზე
  • გაყიდვები იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც „არაფერი სჭირდებათ“

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.