აღნიშნული მოკლევადიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გათვალისწინებულია დამწყები მიმტანებისათვის და ითვალისწინებს მიმტანის მუშაობის ძირითად პრინციპებს.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე მოქმედ მიმტანებს.  

ტრენინგის თარიღი
17.11.2022 - 20.11.2022

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი. ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი.

მისამართი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 77, რესტორანი „ოლდ ბერლინი“.

პროგრამა:

დღე I – 17 ნოემბერი, 2022 წელი

10:00 – 12:00 - ტრენინგის დაწყება

  1. რესტორნის სტრუქტურა
  • სარესტორნო ბიზნესის საფუძვლები
  • რესტორნის პროდუქტი - რესტორანი ყიდის სასიამოვნო ატმოსფეროს
  • რესტორნის პერსონალი და მათი მოვალეობა

II. მიმტანი რესტორნის სახეა

  • მოთხოვნები:  მენიუს ცოდნა, გამართული მეტყველება, ემოციური თავშეკავებულობა და ა.შ.
  • სანიტარული ნორმების და ჰიგიენის მოთხოვნები
  • მიმტანის სამუშაოსთვის მომზადება (უნიფორმა, გარეგნული იერსახე, მიმტანის ნაკრები (კალამი, შეკვეთის ბლოკნიტი, სანთებელა, ბოთლის სახსნელი)

12:00 – 12:30 - შესვენება

12:30 – 14:30 - ტრენინგის გაგრძელება

III.  სტუმრების მომსახურების ორგანიზებისთვის აღჭურვილობა

  • ჭურჭელი: ფაიფური, რკინა, შუშა, თიხა/კერამიკა
  • მაგიდის სერვირებისთვის და მომსახურებისათვის საჭირო  ხელსაწყოები (დანა, ჩანგალი, კოვზი და სხვა)
  • მენიუ: სახეობები და დანიშნულება

 

დღე II – 18 ნოემბერი, 2022 წელი

10:00 – 12:00 - ტრენინგის დაწყება

IV. სერვისის სტანდარტები

  • დარბაზში ქცევის წესები: კომუნიკაცია, პრიორიტეტები, თავისუფალი ხელები, თავისუფალი წუთები
  • მაგიდაზე საფერფლეების, სანელებლების, ლარნაკების, სანთლების განთავსება-გამოცვლა
  • სტუმრისთვის საჭირო ხელსაწყოების მირთმევის სტანდარტები
  • სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანა ეტიკეტის მიხედვით
  • თეფშების ხელით ტარება
  • ლანგრით მუშაობის სტანდარტები
  • სასმელების დასხმის ტექნიკა
  • რა არის „finger bowl“ მომზადების და სერვირების სტანდარტი
  • პურის მირთმევის სტანდარტი

V. მომსახურების სტანდარტები

რესტორნის სტუმრების მოსამსახურებლად მზადება:

  • ადგილების დაჯავშნის წესები
  • რესტორანში ატმოსფეროს შექმნა
  • მაგიდის სერვირება (ინდივიდუალური, წინასწარი, აღმასრულებელი)
  • ხელსახოცების სახეები და მათი დაკეცვის ნაირსახეობა
  • „სტარტ“ და „სტოპ“ ფურცლების შედგენა
  • სტუმრების მისალმება და მაგიდასთან მიპატიჟება
  • სტუმრის გაცნობა
  • მენიუში სპეციალური შეთავაზების გაცნობა
  • აპერიტივის შეთავაზების წესები
  • შეკვეთის მიღების სტანდარტები (შეკვეთის მიღების ფორმა, განმარტება, შეთავაზება, სტუმრების, შეკვეთის დუბლირება)
  • კერძების აღწერა და მათი რეკომენდაციები (სასმელებისა და კერძების გემოვნების შერწყმის რეკომენდაცია)

მომსახურების თანმიმდევრობა (ტექნიკა, სტანდარტები და შეკვეთის შესრულება):

  • სასმელების მირთმევის წესები
  • კერძების მირთმევის თანმიმდევრობა
  • მაგიდის სერვირება ხელსაწყოებით და მასთან დაკავშირებული პროდუქტებით
  • მომსახურების ფრანგული წესი
  • მომსახურების რუსული  წესი
  • მომსახურების ინგლისური წესი
  • ლანგრის გარეშე სწორი თეფშების გადატანა
  • ლანგრის გარეშე სწორი ჭიქების გადატანა

მაგიდის ალაგება, სტუმრების მომსახურების სხვა პროცედურები:

  • Double service - სასმელის გამეორება, მაგიდის ალაგების სტანდარტი, საფერფლის გამოცვლა და ა.შ.
  • „ერთი ნაბიჯით“ 6 თეფშამდე დასუფთავების ტექნიკა
  •  „ეფექტური უკუკავშირი“ სტუმართან
  • ანგარიშის  მომზადება და წარდგენა
  • სამუშაო დროის რაციონალური განაწილება, პრიორიტეტები, რა არის „ცხელი საათი“

სალარო:

  • სტუმართან ანგარიშსწორების წესი
  • სამუშაო დღის დაწყების პროცედურები
  • სამუშაო დღის დამთავრების პროცედურები

VI. აქტიური და ეფექტური გაყიდვების ტექნიკა

  • რესტორანში მენიუს ცოდნის მნიშვნელობა
  • როგორ სწორად წარვუდგინოთ და შევთავაზოთ აქციები რესტორანში
  • შეკვეთის მიღების წესები. აპერიტივის და დიჯესტივის მნიშვნელობა
  • პირველი კონტაქტის მნიშვნელობა და სტუმრის პორტრეტის განსაზღვრა
  • ინდივიდუალური ორიენტაცია სტუმარზე
  • როგორ შესაძლება და არ შეიძლება ჩეკის თანხის გაზრდა
  • როგორ სწორად დავსვად კითხვები  შეკვეთის ფორმირების დროს
  • შეკვეთის ფორმირების დროს სტუმრების კონსულტაცია კერძების და სასმელების შესახებ (მომზადების დრო, ტემპერატურა, ინგრიდიენტები, კალორიები)
  • ყავის, ჩაის, დესერტებისა და დიჯესტივის შეთავაზების წესები
  • როგორ შეუმჩნეველად შევთავაზოთ დამატებითი კერძები და სასმელები
  • 1/3 დასხმული ჭიწის წესი
  • თავის დაქნევის „სალლივანის“ მეთოდი
  • „სპეციალური“, „სეზონური“, „დამატებითი“ შეთავაზებები
  • არჩევანის გაკეთების ან ყიდვის მოტივაცია

12:00 – 12:30 - შესვენება

12:30 – 14:30 - ტრენინგის გაგრძელება

VII. ბანკეტები და კონფერენციები

  • ბანკეტი ნაწილობრივი და სრული მომსახურებით
  • ყავის შესვენება
  • კოქტეილის მიღება
  • კეიტერინგი
  • ბანკეტებისა და მიღებებისთვის აღჭურვილობისა და ჭურჭლის რაოდენობის შერჩევა და გაანგარიშება

 

დღე III – 19 ნოემბერი, 2022 წელი

09:00 – 11:00 - ტრენინგის დაწყება

VIII. ალკოჰოლი

  • ალკოჰოლური სასმელების კასიფიკაცია

ღვინის მირთმევის და დეკანტირების სტანდარტები

  • შამპანური და ცქრიალა ღვინო
  • გამაგრებული ღვინოები
  • ქართული ღვინო ღვინის კლასიფიკაცია
  • სხვადასხვა წვეყნების ღვინო ღვინის კლასიფიკაცია (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი)
  • დაბალ ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები
  • ჩაი (კლასიფიკაცია, მომზადების და დაყენების წესი)
  • ყავა (ყავის სახეობები, ყავის კოქტეილები)
  • ლუდი

11:00 – 11:30 - შესვენება

11:30 – 13:30 - ტრენინგის გაგრძელება

IX. კომუნიკაციის ფსიქოლოგია

სტუმრების კლასიფიკაცია:

  • სტუმრის ფსიქოლოგიური და თემატური პორტრეტი

ომუნიკაცია:

  • სხეულის ენა, ჟესტები, ღიმილის ძალა
  • როგორ ეფექტურად შევეკითხოთ და ვუპასუხოთ, დავაკვირდეთ და მოვუსმინოთ სტუმრებს

 

დღე IV - 20 ნოემბერი, 2022 წელი

10:00 – 12:00 - ტრენინგის დაწყება

X. კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ალგორითმი

  • პერსონალის სტუმარზე ორიენტირების ფორმირება
  • პრეტენზიების სახეები: სამართლიანი, უსამართლო, კრიტიკული, პროვოცირებული კონფლიქტები
  • ძირითადი შეცდომები საჩივრების მიღებისას
  • სტუმრის პრეტენზიის გარკვევის გზები
  • როგორ სწორად  უთხრად სტუმრებს „არა“ (რესტორნის შიდა პოლიტიკის პოზიციების დაცვა)
  • რა სარგებელი მოაქვს რესტორანს სტუმრების საჩივრები და პრეტენზიები
  • კომფლიქტური სიტუაციების მართვა (საჩივრები, პრეტენზიები, პროვოკაციები)  

12:00 – 12:30 - შესვენება

12:30 – 14:30 - ტრენინგის გაგრძელება

XI. შოუ რესტორანში

ფლამბე, თევზი გამომცხვარი მარილში, სიგარის სერვისის სტანდარტები (შენახვა, დანთება)

 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.