აჭარის რეგიონის ტურისტული სერვისის მიმწოდებელ ობიექტებში მომსახურების ხარისხის  გაუმჯობესების მიზნით ტარდება მასტერკლასი ბრენდინგის თემაზე, რომელსაც წარუძღვება ცნობილი ტრენერი ანდრო მეტრეველი.   

მასტერკლასზე დასწრება შეუძლიათ სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებულ მენეჯერებსა და თანამშრომლებს, რომელთა სამუშაო მიმართულებას კომპანიის ბრენდინგი წარმოადგენს. 

გაცნობებთ, რომ მასტერკლასზე დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია და დაესწრება ის დარეგისტრირებული პირები, რომელთაც დაუკავშირდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და წერილობით დაუდასტურებს დასწრებას.

ტრენინგის თარიღი
13.06.2022 - 13.06.2022

სტუმარმასპინძლობის სფეროში მასტერკლასის ხანგრძლივობა არის 5 საათი.

მისამართი: სასტუმრო "რედისონ ბლუ ბათუმი";  ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.1

09:45 - რეგისტრაცია

10:00 - შეხვედრა, გაცნობა და პროგრამის წარდგენა

        ტრენინგზე სურვილების გაცვლა და მათი პრობლემები

        ტრენინგის მონაწილეთა ბრენდინგის სფეროში

11:00 - რა არის ბრენდინგი?

        ბრენდის დაპირება?

        ბრენდინგის ძირითადი კითხვები

        კვლევა ბრენდინგში. კვლევის მონაცემების ანალიზი და გამოყენება

        სეგმენტაცია

12:00 -12:30 - ყავის შესვენება

12:30 - ბრენდის დახასიათება

         ბრენდის მახასიათებლები

         ბრენდის კონტანტები: სახელი, ნეიმინგის პრაქტიკული, სახელის შემუშავება. სლოგანი, მისი შემუშავება

13:30-14:45 - დრესსინგი

               ლოგო-ს შექმნა

               შეფუთვა

               ბრენდ ბუქის შექმნა

               ინტერაქცია (კითხვა-პასუხი)

შეხვედრის ხანგრძლივობა - 5 საათი


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.