- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- ბარმენების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი - I ჯგუფი
აღნიშნული მოკლევადიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი განთვალისწინებულია ბარმენებისათვის და ითვალისწინებს ბარმენის მუშაობის ძირითად პრინციპებს, ალკოჰოლური და სხვა სასმელების შესწავლასა და კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილების მომზადების ტექნიკას.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქმედ ბარმენებს.
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი. ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი.
მისამართი: სასტუმრო "ბესთ ვესტერნ პრემიერ"; ქ. ბათუმი, გორგილაძის ქ.111
დღე I - 09 მაისი, 2022 წელი
11:30 – 13:30 - ტრენინგის დაწყება
- ბარში მუშაობის ძირითადი ასპექტები (ბარმენის ფუნქციები, ბარმენის თვისებები)
- ბოთლების და სხვა ჭურჭლის ბარში განთავსება
- მასპინძლობის ხელოვნება
- საკონტაქტო ბარის მუშაობის მახასიათებლები და სტანდარტები
- სრულყოფილი ბარმენის მუშაობის ძირითადი წესები
13:30 – 14:00 - შესვენება
14:00 – 16:00 - ტრენინგის გაგრძელება
- ბარების ტიპები და მათი მახასიათებლები
- ბარის ერგონომიკა
- 3 ნაბიჯის წესები (ყველაფერი, რაც ჭირდება ბარმენს სამუშაოდ, უნდა იყოს ხელთ ან სამი ნაბიჯის ფარგლებში)
- ბარის ინვენტარი, აქსესუარები, ხელსაწყოები, მუშაობის და მოვლის სტანდარტები და წესები
- პროფესიონალურ ინვენტართან და აღჭურვილობასთან მუშაობის თავისებურებები
- ბარის ჭურჭელი - მოცულობა, დანიშნულება, დასახელება, გამოყენების წესები
დღე II – 10 მაისი, 2022 წელი
11:30 – 13:30 - ტრენინგის დაწყება
- ბარის სამუშაოდ მომზადება (ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან არასათანადო მომზადებით, მომსახურების სიჩქარე მცირდება)
- ბარის გახსნის პროცედურები და სტანდარტები
- ბარის მუშაობის ორგანიზება
13:30 – 14:00 - შესვენება
14:00 – 16:00 - ტრენინგის გაგრძელება
- სტუმრების მიღების ხელოვნება ბარში
- სტუმრებთან მუშაობის სწორი, ლამაზი, სწრაფი და პროფესიონალური უნარების ჩამოყალიბება
- ბარის პროდუქციის ასორტიმენტი
- ბარის მენიუს და ღვინის რუკის შედგენა - სელექცია
- ბარის საქონლის შენახვის სტანდარტები
დღე III - 11 მაისი, 2022 წელი
11:30 – 13:30 - ტრენინგის დაწყება
- კოქტეილების მომზადების ძირითადი მეთოდები, წესები და სტანდარტები „shake“, „stir“, „build“, „building“, „layering”, „muddling“, „flaming“, „blend, „throwling“
13:30 – 14:00 - შესვენება
14:00 – 16:00 - ტრენინგის გაგრძელება
- კოქტეილების მომზადების ტექნიკა
- კოქტეილების კლასიფიკაცია
დღე IV - 12 მაისი, 2022 წელი
11:30 – 13:30 - ტრენინგის დაწყება
- სტუმართან მირთმევის წესები
- კოქტეილები: „B52“, „Daiquiri“, „Margarita“, „Negroni“, „Grasshopper“, „Mojito“, „Bloody Mary“
13:30 – 14:00 - შესვენება
14:00 – 16:00 - ტრენინგის გაგრძელება
- კოქტეილები: „Blue Lagoon“, „Tequila sunrise“, „Long island iced tea“, „Aperol Spritz“ და ასევე საოჯახო ლიმონათი