- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- დამწყები გიდების ტრენინგ-კურსი - I ჯგუფი
ტრენინგის შესახებ
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგ-კურსი "გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი“ განკუთვლინილია დამწყები გიდებისათვის და ის მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. ტრენინგ-კურსისას გაივლიან ზოგადად თემებს გიდის პროფესიისთვის და ასევე ცალკეულ მარშრუტებს ქალაქ ბათუმისა და მისი შემოგარენის მასშტაბით.
ტრენინგის თარიღი
27.04.2022 - 21.05.2022
რეგისტრაცია დასრულებულია
დამწყები გიდების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგ-კურსის საერთო ხანგრძლივობაა 63 საათი.
თეორიული შეხვედრები გაიმართება აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში.
მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 84/86
- ოთხშაბათი, 27 აპრილი, 17:00-20:00 - ქალაქის განაშენიანება და არქიტექტურა (თეორია) - მაია ჭიჭილეიშვილი
- შაბათი, 30 აპრილი, 11:00-14:00 - გიდის ფსიქოლოგია (თეორია) - ქეთევან ბერიძე
- შაბათი, 30 აპრილი, 18:00-20:00 - პირველადი დახმარება (თეორია) – ადილე ლომაძე
- კვირა, პირველი მაისი, 11:00-15:00 - ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია. საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები (თეორია) - ლაშა ბაჟუნაიშვილი
- ორშაბათი, 2 მაისი, 18:00-22:00 - ექსკურსიამცოდნეობა. პროფესია გიდი. ტურის დაგეგმვა. გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები (თეორია) - თამარ ორაგველიძე
- ოთხშაბათი, 4 მაისი, 18:00-20:00 - ქალაქ ბათუმის ტურისტული მარშრუტების ზოგადი მიმოხილვა (თეორია) - თამარ ორაგველიძე
- ხუთშაბათი, 5 მაისი, 12:00-17:00 - არქიტექტორული ბათუმი (პრაქტიკა) - მარინე მოწყობილი
- შაბათი, 7 მაისი, 09:30-14:00 - ბათუმი მუზეუმების ქალაქი (პრაქტიკა) - თამარ ორაგველიძე
- ორშაბათი, 9 მაისი, 12:00-17:00 - გონიოს ციხე და სარფი (პრაქტიკა) - გიორგი მეგრელიძე
- ოთხშაბათი, 11 მაისი, 12:00-14:00 - დააგემოვნე ბათუმი (პრაქტიკა) - ზურაბ ბაუჟაძე
- ხუთშაბათი, 12 მაისი, 12:00-14:00 - შეიგრძენი ბათუმი (თეორიულ-პრაქტიკა) - ზურაბ ბაუჟაძე
- პარასკევი, 13 მაისი, 12:00-15:00 - ბათუმის ბოტანიკური ბაღი (პრაქტიკა) - სალომე ჩიკაშუა
- შაბათი, 14 მაისი, 12:00-17:00 - ნობელის ქალაქი (პრაქტიკა) - თამარ ორაგველიძე
- სამშაბათი, 17 მაისი, 12:00-17:00 - მულტიკულტურული და მულტიეთნიკური ბათუმი (პრაქტიკა) - სალომე ჩიკაშუა
- ხუთშაბათი, 19 მაისი, 16:00-22:00 - საქართველოს ისტორია (თეორია) - როინ მალაყმაძე
- შაბათი, 21 მაისი, 10:00-14:00 - ბათუმის ბულვარი (პრაქტიკა) - თამარ ორაგველიძე