- მთავარი
- სახელმძვანელოები
- აჭარის დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი სიმდიდრეები
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის გამოცემა “აჭარის დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი სიმდიდრეები” მოგვითხრობს აჭარის რეგიონში ეკოტურიზმის შესახებ და გვაწვდის კონკრეტულ რჩევებსა და საინტერესო ლოკაციების შესახებ ინფორმაციას ამ მიმართულებით. ბროშურაში მოცემულია ინფორმაცია აჭარის ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიების შესახებ, ასევე აქ მდებარე ეკოტურისტული მარშრუტებისა და ეკოტურისტული ობიექტების/სანახაობების შესახებ, რომელიც როგორც ტურისტს, ასევე გიდსა და ტურისტულ სააგენტოსაც გამოადგება რეგიონში ეკოტურიზმის მიმართულებით ტურების დაგეგმვა-განხორციელებისას.
მობუდარ თუ გადამფრენ ფრინველებსა და ნოტიო სუბტროპიკული ტყეების იარუსებად გაზრდილ მცენარეებზე დაკვირვება, ქვიშის დიუნები, სფაგნუმიანი ჭაობები, კატერით გასეირნება, ზიპლაინი, ულამაზეს ტბებზე ლაშქრობა, კულტურული ძეგლების, ტაძრებისა და თაღოვანი ხიდების დათვალიერება, ფეხით და ცხენით აჭარის საოცარ სოფლებში გასეირნება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ეკოტურისტული აქტივობებისა, რომლითაც აჭარის დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება გაერთოთ. ამ ინფორმაციას გთავაზობთ ბროშურა სამ ენაზე (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე).
ავტორი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
გამოქვეყნების თარიღი: 201
თემა: აჭარის დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი სიმდიდრეები
პუბლიკაციის ტიპი: ბროშურა
ჩამოტვირთეთ