აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის გამოცემა „გემრიელი აჭარა“ მოგვითხრობს აჭარის რეგიონში ღვინის ტურიზმისა და კულინარიული ტურიზმის შესახებ და გვაწვდის კონკრეტულ რჩევებსა და საინტერესო ინფორმაციას ამ მიმართულებით. გამოცემაში ასევე მოცემულია ტურისტული ობიექტების, ამ შემთხვევაში საოჯახო მარნების, ღვინის საწარმოების და სხვა თემატური ობიექტების კონტაქტები.  ბროშურაში წარმოდგენილი ინფორმაცია გამოადგება რაცროგოც ტურისტს, ასევე გიდსა და ტურისტულ სააგენტოს რეგიონის კონკრეტული მიმართულებებით ტურების დაგეგმვა-განხორციელებისას.

აჭარას ღირსეული ადგილი უკავია ვენახის გაშენება-მოვლის უძველესი ტრადიციების ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანია ამ მხარის წვლილი ვაზის - უმდიდრესი გენოფონდის, ამ ეროვნული განძის შექმნის საქმეში. ამ პატარა ტერიტორიაზე (2.9 ათასი კვ.კმ) მრავალფეროვნებით გამორჩეულ ბუნებრივ-ლანდშაფტურ პირობებში, თავის წილად 40-ზე მეტი კულტურული ვაზის ჯიშია შექმნილი და აპრობირებული.აჭარაში მევენახეობის ისტორიულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი. აქ წარმოებული ღვინოები "ცოლიკაური" და "ჩხავერი" დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში.

ავტორი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გამოქვეყნების თარიღი: 2015

თემა: გემრიელი აჭარა

პუბლიკაციის ტიპი: ბროშურა

ჩამოტვირთეთ
არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.