აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის გამოცემა „სოფლად ტურიზმი“ მოგვითხრობს აჭარის რეგიონში ტურიზმის ამ სახეობის შესახებ და გვაწვდის კონკრეტულ რჩევებსა და საინტერესო ლოკაციების ამ მიმართულებით. ბროშურაში ასევე მოცემულია ტურისტული ობიექტების (სოფლად არსებული საოჯახო სასტუმროების) კონტაქტები და სხვა საჭირო რეკომენდაციები, რომლებიც როგოც ტურისტს, ასევე გიდსა და ტურისტულ სააგენტოსაც გამოადგება რეგიონში სოფლად ტურიზმის მიმართულებით ტურების დაგეგმვა-განხორციელებისას. 

დღეს, როცა ასე აქტუალურია სუფთა ჰაერზე ყოფნა და დისტანციურად სწავლისა და მუშაობის პრაქტიკაც უფრო დაიხვეწა, აჭარის სოფლებში არსებულ ტურისტულ ობიექტებში (საოჯახო სასტუმრო სახლებში) ყველას ეძლევა საშუალება მოშორდეს ქალაქის ხმაურს და ხალხმრავლობას, გაექცეს სტრესს, რუტინულ შრომას და თავი შეაფაროს მშვიდ გარემოს, სადაც სუფთა ჰაერი, წარმტაცი პეიზაჟები, კულტურულ-არქიტექტურული ძეგლები და სტუმართმოყვარე მასპინძლები დახვდება. სწორედ ასეთ პირობებს გთავაზობს აჭარის თვალწარმტაცი მხარე. ამ საოცრად მრავალფეროვანი მხარის მუნიციპალიტეტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება - მაგალითად ქობულეთი მდიდარია მრავალფეროვანი პარკებით, ხელვაჩაურში უტკბეს მაჭახელას თაფლს მიირთმევთ, ქედაში ჩხავერის ყურძნით დატკბებით და კოკოტაურის წყალს დააგემოვნებთ, შუახევში უმაღლესი ხარისხის თამბაქოს გასინჯავთ, ხულოს უგემრიელესი მშრალი კარტოფილი და დაწნული ყველი დაუვიწყარ გემოს გპირდებათ და რაც მთავარია აქ მასპინძლებიც გულუხვნი და სტუმართმოყვარენი არიან. შეგიძლიათ უშუალოდ გაეცნოთ მათ ცხოვრებას და მონაწილეობა მიიღოთ სამეურნეო საქმიანობაში. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაგან მომზადებული ადგილობრივი კერძები. ამ ბროსურასი მოცემულია ის ძირითადი ტურისტული ობიექტები და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც მზადაა სტუმრების მისაღებად და რა მიმართულებითაც შესაძლებელია ინდივიდუალური, ჯგუფური ტურების, კორპორაციული თუ საოჯახო დასვენების/არდადეგების დაგეგმვა.

ავტორი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გამოქვეყნების თარიღი: 2015

თემა: სოფლად ტურიზმი

პუბლიკაციის ტიპი: ბროშურა

ჩამოტვირთეთ
არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.