1. სამომხმარებლო შეთანხმების პირობების შესახებ - აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, სერვისის განვითარების სამსახურის მიერ შექმნილი ვებ-საიტი - serviceajara.ge წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომლის მიზანია ტურიზმის სფეროში ჩართული სერვისის მიმწოდებლების გააქტიურება მარტივ, მოქნილ, კომფორტულ და მათზე მორგებულ თანამედროვე სისტემაში. ტურიზმის დეპარტამენტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს სამომხმარებლო შეთანხმების პირობები, ამიტომ ვალდებული ხართ პერიოდულად გადაამოწმოთ ინფორმაცია მოცემულ გვერდზე. შეთანხმება ძალაშია, თუ ეთანხმებით ჩვენს შორის არსებულ წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პირობასა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
2. უსაფრთხოება და გარანტია - თქვენ ეთანხმებით, რომ ტურიზმის დეპარტამენტი არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენს მიერ ინტერნეტში ნებისმიერი გზით მიღებულ ინფორმაციაზე, სერვისზე თუ სხვა მომსახურებაზე, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დაკავშირებულია ჩვენს ვებ-საიტთან, გარდა იმ ინფორმაციისა, ტრენინგისა თუ სხვა დამატებითი სერვისისა, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტი გთავაზობთ serviceajara.ge-ზე.
3. ინფორმაციის სიზუსტე - ტურიზმის დეპარტამენტი საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით უზრუნველყოფს serviceajara.ge -ზე წარმოდგენილი ინფორმაციის მუდმივ განახლებას და სიზუსტეს. გიდების შესახებ ვებ-საიტზე არსებული ინფორმაცია მოწოდებულია მათ მიერ.
4. საავტორო უფლებები - ვებ-საიტზე არსებული ტექსტური, ვიდეო, აუდიო, ფოტო, გრაფიკული, ასევე ინფორმაციები ღონისძიებების,ტრენინგების, ტურების, სტატისტიკის, კვლევების შესახებ წარმოადგენს ტურიზმის დეპარტამენტის საკუთრებას ან მოპოვებული აქვს მათი გამოყენების უფლება. თქვენ გეძლევათ უფლება ჩამოტვირთოთ და გამოიყენოთ ვებ-საიტზე განთავსებული მასალები პირადი მოხმარების უფლებით. ნებისმიერი მასალის გამოყენებისას უნდა მოხდეს წყაროს მითითება: serviceajara.ge კომერციული მოხმარების მიზნით ბეჭდვა, დაკოპირება, გამრავლება, პუბლიკაცია ან მსგავსი ქმედებების განხორციელება ტურიზმის დეპარტამენტის ნებართვის გარეშე აკრძალულია.
5. ლოგოტიპი და ბმულები - serviceajara.ge-ის ლოგოტიპი წარმოადგენს დეპარტამენტის საკუთრებას, რომლის გამოყენებაც ნებართვის გარეშე აკრძალულია. ლოგოტიპის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დეპარტამენტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. თუ თქვენს ვებ-საიტთან serviceajara.ge-ის მიბმის სურვილი გაქვთ, გვაცნობეთ წერილობით, იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ბმულის სიზუსტეში. დეპარტამენტი მოგანიჭებთ ბმულის გამოყენების უფლებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი განთავსება ჩვენთვის არასათანადო ვებ-საიტისთვისაა განკუთვნილი.
6. სადაო საკითხების გადაწყვეტა - აღნიშნული შეთანხმება თქვენსა და ტურიზმის დეპარტამენტს შორის დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. შეთანხმებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.