აჭარაში სოფლად არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. ამჯერად, საოჯახო-სასტუმრო სახლების ფუნქციონირების სპეციფიკასა და სერვისის სტანდარტებს  ქედის სოფლებში ეცნობიან. გულები, ზვარე, უჩხითი, მილისი - იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგები მიმდინარეობს.

ტრენინგის მონაწილეები ლექციებს ისეთი თემის შესახებ ისმენენ, როგორიცაა სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში და მათი სწორად სერვირება, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების ტიპები და საერთაშორისო სტანდარტი, ინდივიდუალური და ჯგუფური შეთავაზებები, Covid 19-ის შესაბამისი რეგულაციების გაცნობა, ასევე სერვისების კალკულაცია, სტუმრის მიღების პროცედურები, ღამისთევა, დალაგების თავისებურებები და ანგარიშსწორების საკითხები.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.