აჭარაში სოფლად არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. ამჯერად, საოჯახო-სასტუმრო სახლების ფუნქციონირების სპეციფიკასა და სერვისის სტანდარტებს ქობულეთის სოფლებში ეცნობიან. კვირიკე, ხუცუბანი, სამება, ზენითი, ლეღვა და სახალვაშო - იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგები მიმდინარეობს.
ტრენინგის მონაწილეები ლექციებს ისეთი თემის შესახებ ისმენენ, როგორიცაა სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში და მათი სწორად სერვირება, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების ტიპები და საერთაშორისო სტანდარტი, ინდივიდუალური და ჯგუფური შეთავაზებები, Covid 19-ის შესაბამისი რეგულაციების გაცნობა, ასევე სერვისების კალკულაცია, სტუმრის მიღების პროცედურები, ღამისთევა, დალაგების თავისებურებები და ანგარიშსწორების საკითხები.
ქობულეთამდე სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები ხულოსა და შუახევის 11 სოფელში ჩატარდა. ქობულეთის შემდეგ კი სერვისის სტანდარტებს ქედისა და ხელვაჩაურის მოსახლეობა გაეცნობა. ჯამში, ტრენინგები 250-ზე მეტ პირს აჭარის 26 სოფელში ჩაუტარდება.