ქალაქ ბათუმის ტურებისა და თემატური მარშრუტების გიდების სახელმძღვანელოს სამუშაო ჯგუფთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ტურიზმის დეპარტამენტში.

სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა პირველადი ვარიანტი 12 თემატური მარშრუტისა, სადაც  ჩართული იყო როგორც აჭარაში მოქმედი პრაქტიკული გიდები, ასევე თემატური ტურის შესაბამისი სპეციალისტები.

სამუშაო ჯგუფის მიერ მოცემული 12 თემატური მარშრუტი ნათლად ასახავდა ქალაქის ისტორიულ, კულტურულ, ეთნოგრაფიულ, უნიკალურ, ქალაქისთვის სახასიათო ძირითად ღირშესანიშნაობებს და ტრადიციებს.

სამენოვანი პრაქტიკული სახელმძღვანელო პროფესიონალი თუ დამწყები გიდისათვის ყველა საჭირო ტექსტუალური მასალით, ფოტოებითა და ელექტრონული რუკებით წლის ბოლოსთვის გამოიცემა.

 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.